ბორის ბედია: ,,ვიცი, ვინც არის, მაგრამ ხელს ვერ ვადებ”

ბორის ბედია: ,,ვიცი, ვინც არის, მაგრამ ხელს ვერ ვადებ'',,სარკე”, ლელა დევდარიანი

მომღერალ ბორის ბედიას შემოქმედებითი ცხოვრება მანამდე შეჩერდა, სანამ პანდემია შოუბიზნესს ერთ ადგილას გაყინავდა. რესტორნიდან თავისი სურვილით წავიდა, რადგან იქ სიმღერა აღარ შეეძლო, კონცერტებში კი იშვიათად მონაწილეობდა.

ბოლო წარმატებული გამოსვლა ,,ბლექ სი არენას” სცენაზე ჰქონდა, სადაც მიუზიკლ ,,ჩხიკვთა ქორწილში” ყვავის როლი შეასრულა. მის ვიდეოებს ათიათასობით ნახვა ჰქონდა, მაგრამ ვიღაცამ ყველაფერი წაუშალა. ამ ყველაფერზე ბორისი ,,სარკესთან” საუბრობს:

-ბევრს სინდისი და ნამუსი არ გააჩნია, მაგრამ მშვენივრადაც სძინავთ. ბოროტ და უსინდისო ადამიანებზე მაქვს საუბარი. სულ რომ მაიკლ ჯექსონის ნიჭი გქონდეს, საქართველოში ჩაგძირავენ და დედას გიტირებენ! ეს ხალხი ვართ ჩვენ! დღეს ნიჭიერი კი არა, ინტრიგანი, მაიმუნი, სულით არაკაცები სჭირდებათ. სკანდალები საერთოდ არ მინდა. ხალხმა გამიცნო ჩემი ნიჭით, ხმით და ვოკალური მონაცემებით.

შარშან ზაფხულში მიუზიკლი ,,ჩხიკვთა ქორწილი” დაიდგა და დიდი ანშლაგით ჩაიარა. ორი სიმღერა ვიმღერე. შემდეგ ეს ვიდეოები ,,იუთუბზე” გაავრცელეს. ამ ვიდეოებს ათიათასობით ნახვა ჰქონდა, ვიღაც ბოროტმა ადამიანმა ვერ აიტანა და ეს ვიდეოები გააქრო. კი, ვიცი ვინც არის, მაგრამ სანამ არ დავამტკიცებ, ხელს ვერავის დავადებ.

– რითი ირჩენთ თავს? 

– გეოგრაფია-ტურიზმის მენეჯმენტის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია, ვაჭრობას ტვინის ჭყლეტა უნდა, ასევე ფინანსები, რისკიანიც უნდა იყო. არ მინდა, ვალები დამედოს. ახლა შემოსავლის წყარო არ გამაჩნია. ბუნების შვილი ვარ.

– ბოლო ინტერვიუში გვითხარით, რომ შეყვარებულს დაშორდით. ხომ არ აღადგინეთ ურთიერთობა?

– არა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”