სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი დაიწყოჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

აზერბაიჯანში კორონავირუსის ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა იანვარში გაიკეთეს თანამდებობის პირებმაც. ისინი საჯაროდ აიცრნენ  ,,სინოვაკის” ვაქცინით, რომელსაც მეზობელ თურქეთშიც იყენებენ.

-ექსპერტებმა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ,,სინოვაკი” საუკეთესო ვაქცინაა. მან რამდენიმე ქვეყანაში გაიარა კლინიკური კვლევები. ამ ვაქცინას იყენებს ძმური თურქეთიც. ეს საკმაოდ ეფექტურია , – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

იქვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

-ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ვაქცინაციის ეფექტს დავინახავთ, -თქვა მან.

4 მილიონი დოზა ვაქცინა აზერბაიჯანს ეტაპობრივად გადაეცემა. ვაქცინაცია დაგეგმილია ორ ეტაპად.

უპირველეს ყოვლისა, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო მუშაკებს, 65 წელს გადაცილებულ პირებს და უსაფრთხოების ძალების წევრებს. შემდეგ ეტაპზე მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების ვაქცინაცია, როგორიცაა სუნთქვის დაავადებები, დიაბეტი, სიმსუქნე, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები, განათლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, კომუნიკაციების და საბანკო სექტორის მუშაკები.

18 თებერვალს ვაქცინაციის პირველი პროცესი სომხეთშიც დაიწყო და მცირე ჯგუფი აიცრა.
-სომხეთმა რუსეთიდან საჩუქრად მიიღო Sputnik V ვაქცინის მცირე პარტია, ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით უფრო მეტ პარტიას, ამიტომ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება”, – თქვა სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა, ანაჰიტ ავანესიანმა. იქვე დაამატა, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითი იქნება. მისი თქმით, სომხეთში მხოლოდ იმ ვაქცინებს შეიტანენე, რომლებსაც კლინიკური კვლევების მესამე ეტაპის შემაჯამებელი მონაცემები უკვე აქვთ.