ნინო შუბლაძის და კოვიდით გარდაიცვალა – ,,არ შეიძლება სხვაგვარად, სოფ, არა!”

ნინო შუბლაძის და კოვიდით გარდაიცვალა - ,,არ შეიძლება სხვაგვარად, სოფ, არა!"სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. ,,რუსთავი 2″-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნინო შუბლაძეს და გარდაეცვალა. სოფო შუბლაძე კორონავირუსის გართულებებით კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

,,არსებობს მოთმინების, გააზრების, ატანის, მუდმივი შიშის ზღვარიც! ყველა ზღვარს გავცდი! უნდა მოერიოს! უნდა დაძლიოს! ყველა მეუბნება, სხვანაირად არ შეიძლებაო! ჰოდა, არ შეიძლება სხვაგვარად, სოფ! არა!” – წერდა ნინო შუბლაძე რამდენიმე დღის წინ.