ნინო შუბლაძე: ,,გული მეწვის, ისე მენატრება! ჩემი დღესასწაული გოგო”

ნინო შუბლაძე: ,,გული მეწვის, ისე მენატრება! ჩემი დღესასწაული გოგო''სოფო შუბლაძეს უამრავი მეგობარი დასტირის და დიდი სითბოთი, გულისტკივილით იხსენებენ. სოფოს და, ტელეჟურნალისტი ნინო შუბლაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ კლინიკაში ცეკვავს და ახლობლებს ასე ამხნევებს. სოფო ცეკვისას ამბობს: ,,გადავწყვიტე, არ შევიმჩნიო, რომ სუნთქვა არ მყოფნის”.

,,უსამართლობის ზეიმია! არა, უსამართლობის დღესასწაული! ესეც მისი ბოლო ცეკვა საავადმყოფოში! იქიდანაც ჩვენ გვამხნევებდა! გული მეწვის, ისე მენატრება! ჩემი დღესასწაული გოგო”.

სოფო შუბლაძე გუშინ კოვიდის გართულებებით გარდაიცვალა.