ნათლობისას 6 კვირის ბავშვი დაიხრჩო, მას ცხვირი სისხლით ჰქონდა სავსე – რა მოხდა რუმინეთში

ნათლობისას 6 კვირის ბავშვი დაიხრჩო, მას ცხვირი სისხლით ჰქონდა სავსე - რა მოხდა რუმინეთშირუმინეთში ნათლობის რიტუალის შეცვლას ითხოვენ. საქმე ეხება ტრაგედიას, რომელიც 1 თებერვალს დატრიალდა. მართლმადიდებლურ ტაძარში 6 კვირის ბავშვმა წყალში სამჯერ შთაფლვის შემდეგ გონება დაკარგა. ის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გაკვეთამ უჩვენა, რომ ბავშვი დაიხრჩო.

44 წლის მღვდელი ალექსანდრ მაზარაჩი სასამართლოს წინაშე წარდგება არაგანზრახ მკვლელობის ბრალდებით. გამოძიების დასრულებამდე ის ჩამოაშორეს საქმიანობას.  ნათლობის ვიდეოებში ჩანს, რომ მღვდელი და ერთი ადამიანი, რომელსაც ბავშვი ფეხებით უჭირავს, სამჯერ შთაფლავენ მას ემბაზში.
ისიც ჩანს, რომ მღვდელს ხელი უდევს მის სახეზე, სავარაუდოდ, დაცვის მიზნით, რომ წყალი არ შეუვიდეს ცხვირში და პირში, ოღონდ ბავშვს სახით მაღლა უშვებენ წყალში.რამდენიმე მღვდელმსახურმა თქვა, რომ მღვდელს ბავშვი არასწორად ეჭირა – ნათლობის დროს სახით ქვემოთ უჭირავთ ხოლმე.

ბავშვის მამამ აღნიშნა, რომ პატარას 110 მლ წყალი ჰქონდა შესუნთქული და ცხვირი სისხლით ჰქონდა სავსე.
ტრაგედიამ შეძრა საზოგადოება. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სპიკერმა გამოაცხადა, რომ ნათლობის ჩატარება შეიძლება წყალში მთლიანი შთაფვლის გარეშე. და რომ ნათლობა არაა აუცილებელი, 40 დღის შემდეგ მოხდეს, მით უმეტეს, თუ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბავშვი შეიძლება, სანახევროდ ჩასვან წყლში ან სამჯერ მოაპკურონ წყალი ემბაზიდან.

მშობლები.ჯი