კახი კავსაძე: ,,ბელა დამესიზმრა, ვეებერთელა ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად…”

კახი კავსაძე: ,,ბელა დამესიზმრა, ვეებერთელა ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად…"მსახიობი კახი კავსაძე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მსახიობს ბევრი საინტერესო მოვლენით დატვირთული ცხოვრება ჰქონდა, როგორც თეატრალური, ისე პირადი. რამდენიმე წლის წინ კახი კავსაძე ,,სარკეს” თავისი ცხოვრების უდიდეს სიყვარულზე, ბელა მირიანაშვილზე უამბობდა:

– ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია. როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს… კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება.

ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად…

ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის (კითხვის გაგრძელება).