ანა ჯაბაური: ,,უჩემოდ რომ დარჩა, ცრემლები სდიოდა გამუდმებით, კვებაც მიატოვა”

ანა ჯაბაური: ,,უჩემოდ რომ დარჩა, ცრემლები სდიოდა გამუდმებით, კვებაც მიატოვა"საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური გერმანიის კლინიკაში გადღებულ ფოტოს ავრცელებს და წერს:

,,საავადმყოფოებში ერთწლიანი ,,გამოკეტილობის’’, ტოტალური გერმანული ,,ლოქდაუნის’’, საყოველთაო პამდემიური ისტერიისა და მუდმივად ურთულესი სიძნეელეების გადალახვის ფონზე, მგონი, არაგვიშავს
მადლობა კლინიკის ადმინისტრაციას ცოტნეს პოზიტიური განწყობის შენარჩუნებისთვის, გამონაკლისის სახით მასთან ჩემი 24 საათიან რეჟიმში ყოფნის დაშვებით”.

ანა ჯაბაურმა ცოტა ხნის წინ ,,სარკეს” უამბო:

-სხვაგვარად მოქცევა ვერც წარმომიდგენია, თუ ადამიანი გიყვარს, ლხინშიც უნდა გიყვარდეს და ჭირშიც. როგორ შეიძლება, მხოლოდ მაშინ იყო მის გვერდით, როცა კარგად არის. იცით, როცა ერთად ვცხოვრობდით, მაშინ რაიმე უთანხმოება რომ მოგვსვლოდა, შეიძლებოდა დავცილებოდი კიდეც, მაგრამ ახლა ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. სიცოცხლის ბოლომდე ცოტნეს გვერდით ვიქნები.

მეც პალატაში ვცხოვრობ ცოტნესთან ერთად, დღეც და ღამეც. ჩვენ საუკეთესო კლინიკებში ვიმყოფებოდით და ყველა პირობა არის, რომ ავადმყოფის გვერდით ნორმალური საცხოვრებელი პირობები გქონდეს. მხოლოდ ერთხელ დავცილდი გერმანიის კლინიკაში ექიმების მოთხოვნით კოვიდ სიტუაციის გამო. იმდენად განიცადა ცოტნემ უჩემობა, კვება მიატოვა და გამუდმებით ცრემლები სდიოდა, ამიტომ დაუშვეს გამონაკლისი და დამაბრუნეს პალატაში.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მე-4 ნომერში