თემურ ჩხეიძე: ,,დედაჩემის ქმარმა, კოტე მახარაძემ ძალიან ბევრი რამ მომცა”

თემურ ჩხეიძე: ,,დედაჩემის ქმარმა, კოტე მახარაძემ ძალიან ბევრი რამ მომცა",,სარკე”

რეჟისორი თემურ ჩხეიძე:

-მიშა თუმანიშვილის გარდა კიდევ სამმა ადამიანმა დატოვა მნიშვნელოვანი კვალი – მამამ ნოდარ ჩხეიძემ, დედის მეუღლემ კოტე მახარაძემ და მსახიობმა კირილ ლავროვმა…

მამამ მომცა ის, რომ მამაჩემი იყო. მან ყველაფერი დამიტოვა, დამიტოვა ბუნება, თავისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, მან მე დამტოვა. კოტემ ძალიან ბევრი რამ მომცა, ზრუნავდა იმაზე, რომ ჩემი ინტელექტი გაზრდილიყო, ინტერესების ფართო სფერო მქონოდა. ლავროვი კი მოწიფულ ასაკში შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მან მე პეტერბურგში მიმიწვია სამუშაოდ, მერე კი ძალიან დავახლოვდით. იშვიათი ბუნების კაცი იყო, უნიკალური თვისებები ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წელი ძალიან ახლობლები ვიყავით. მისი ხელმძღვანელობით დაახლოებით 16 წელი ვიმუშავე. ეს კი ძალიან დიდი დროა. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ლავროვის მერე მე გავხდი თეატრის ხელმძღვანელი (გააგრძელეთ კითხვა).