თამუნა მუსერიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და ბიოლოგიური დედის ფოტორობოტს აქვეყნებს – ,,თუ გეცნობათ, გამომეხმაურეთ, დიდ სიკეთეს ჩაიდენთ”

თამუნა მუსერიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და ბიოლოგიური დედის ფოტორობოტს აქვეყნებს - ,,თუ გეცნობათ, გამომეხმაურეთ, დიდ სიკეთეს ჩაიდენთ"ყოფილი ტელე და რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე, ბიოლოგიური დედის ძებნას ისევ აგრძელებს. ,,სულ რომ 20 წელი დამჭირდეს, დედას მაინც ვიპოვი”, – ამბობს ის ,,სარკესთან” (იხილეთ ინტერვიუ).

თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ბიოლოგიური დედის სავარაუდო ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ეს არის ფოტოშოპით გაკეთებული ფოტო იმ ქალბატონის, რომელსაც ვეძებ. კიდევ ერთხელ დავწერ, იქნებ ისტორია გეცნობათ.
ვეძებ ქალბატონს, რომელმაც იმშობიარა 1984 წლის (სავარაუდოდ) შემოდგომაზე, (სავარაუდოდ) მეორე სამშობიაროში. ბავშვი ან საკუთარი ნებით გააშვილა, ან უთხრეს, რომ გარდაიცვალა და გაუშვილეს. არც სახელი ვიცი, არც გვარი, არც წარმომავლობა. ეს ფოტო არ ასახავს 100 პროცენტიან რეალობას და არ ნიშნავს იმას, რომ ახლა ეს ქალბატონი ნამდვილად ასე გამოიყურება, მაგრამ თუ გეცნობათ, ან ვინმეს ამსგავსებთ, გამომეხმაურეთ.
თუ გააზიარებთ, ძალიან დიდ სიკეთეს ჩაიდენთ. მადლობა ყველას დახმარებისთვის”.