საჩხერეში 8 წლის გოგონა ტყვიამ იმსხვერპლა – მხოლოდ ის მოასწრო, რომ ეზოდან სახლში შეირბინა

საჩხერეში 8 წლის გოგონა ტყვიამ იმსხვერპლა - მხოლოდ ის მოასწრო, რომ ეზოდან სახლში შეირბინასაჩხერეში თოფიდან გასროლილმა ტყვიამ 8 წლის გოგონა იმსხვერპლა. ,,პირველის” ინფომაციით, რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, გოგონა თანატოლებთან და ნათესავებთან ერთად ეზოში თამაშობდა. ამ დროს ბავშვის მამიდაშვილმა სახლიდან მოიპარა ე.წ. კისტის თოფი, გაისროლა და გოგონას მოხვდა. მეორე ვერსიით, ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა გაისროლა.

საჩხერის კლინიკის მედიკოსი ამბობს, რომ გულის არეში შემავალი ჭრილობა ნახეს, რაც სავარაუდოდ, ე.წ. კისტის თოფით იყო მიყენებული. ბავშვი კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ყვებიან, ერთადერთი, რაც მოასწრო, ეზოდან სახლში შეირბინა და ამის შემდეგ გონება დაკარგა.

შსს-ს ინფომაციით, გამოძიება მე-16 მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.