,,როგორც კი გაიგო, რომ შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა და გაიქცა” – ქეთა თოფურიას ქმრის ყოფილი ცოლი

,,როგორც კი გაიგო, რომ შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა და გაიქცა" - ქეთა თოფურიას ქმრის ყოფილი ცოლიმომღერალ ქეთა თოფურიას ქმარზე, ბიზნესმენ ლევ დენგოვზე რუსული პრესა სკანდალურ სტატიებს აქვეყნებს. გამოქვეყნდა მისი მეორე ცოლის, ირინა რაკის ინტერვიუ, სადაც ის ყვება, ქმარმა შვილის გარდაცვალების მერე როგორ მიატოვა.

-2015 წელს ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა შემეძინა. სამი თვისას აცრა გავუკეთეთ და ყველაფერი აირია. 9 თვეში გარდაიცვალა. ქმარმა როგორც კი გაიგო, რომ შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა და გაიქცა. ჩვენ მინსკში ვცხოვრობდით და შემდეგ გადავედით მონაკოში. იქიდან ბილეთი მიყიდა და მინსკში გამიშვა. სანამ თვითმფრინავში ვიყავი, სახლში ყველა საკეტი შეაეცვლევინა, – მოუყვა ჟურნალისტებს ირინა რაკიმ.

ქეთა თოფურია და ლევ დენგოვზე საერთო შვილს ელოდებიან.