ქალი, რომელიც 66 წლის ასაკში დედა გახდა

ქალი, რომელიც 66 წლის ასაკში დედა გახდაფილოლოგი, ლექტორი და ნოველების ავტორი, ადრიანა ილიესკუ დედა 66 წლის ასაკში გახდა და ახლა 82 წლის ასაკში თინეიჯერი გოგონა ჰყავს. ეს მსოფლიოში უნიკალურ შემთხვევად ითვლება.

ილიესკუ ასწავლიდა ბუქარესტის უნივერსიტეტში, ჰქონდა ძალიან დიდი და ბევრი წარმატება, თუმცა შვილი არ უჩნდებოდა და უკვე დარწმუნებული იყო, რომ არასოდეს გახდებოდა დედა.

66 წლის ასაკში გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. მისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო და არც კი დაფიქრებულა, გადაწყვიტა, რომ აუცილებლად გააჩენდა შვილს. მას გოგონა ეყოლა.

ცნობილი ფილოლოგის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების მხრიდან გამოხმაურებამ, რადგან ბევრი აკრიტიკებდა და მის გადაწყვეტილებას არასწორად მიიჩნევდნენ. ახლა ილიესკუს ერთადერთი ოცნებაა, რომ მისი ქალიშვილის ოჯახის შექმნას მოესწროს.

გეორგიანს.გრ