ფეხბურთელი მიშო ახლოური ძმამ მოკლა – მიშო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო

ფეხბურთელი მიშო ახლოური ძმამ მოკლა - მიშო გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყოსამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას, 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოკლული ბიჭი მიშო ახ­ლო­უ­რია, რომელიც საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოში” თამაშობდა. ის მოკლული გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი იყო.

მიშო გიორგი შაქარშვილზე ხშირად აქვეყნებდა პოსტებს და მის სიკვდილს ძალიან განიცდიდა.

,,ჩემი გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, ჩემი შა­ქა­რა და ჩემი ლუსი, რა კარ­გი იყა­ვი, შა­ქარ…”, ,,შა­ქარ, მე­ნატ­რე­ბი, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი, რო­გო­რი რთუ­ლია უშე­ნო­ბა. რო­გო­რი რთუ­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ ვე­ღარ შეგ­ხვდე­ბი ამ დე­და­მი­წა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სულ შენ გე­ძებ, სულ შენ­ზე ვფიქ­რობ.

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, ერთი იმა­ზე ფიქ­რი მაძლიე­რებს, რომ ახლა უკე­თეს ად­გი­ლას ხარ და ზე­მო­დან გვი­ყუ­რებ. ჩემი ან­გე­ლო­ზი ხარ, შა­ქარ. ზე­ცა­ში აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბით და იქ მოგ­ვი­წევს იმის გა­კე­თე­ბა, რაც ამ უსა­მარ­თლო ცხოვ­რე­ბამ არ გვა­ცა­და” – წერ­და მიშო ახ­ლო­უ­რი.

,,არ მჯერა, მიშო…” – დაწერა გიორგი შაქარაშვილის დამ, ანა შაქარაშვილმა.