მარიანა იოსებაშვილი: ,,ჩემი პაციენტები თვეში 5-დან 15 კილომდე იკლებენ, თანაც შიმშილის გარეშე”

მარიანა იოსებაშვილი: ,,ჩემი პაციენტები თვეში 5-დან 15 კილომდე იკლებენ, თანაც შიმშილის გარეშე",,სარკე”

,,საახალწლოდ ჩემს პაციენტებს აუცილებლად გავუკეთებ საჩუქარს, ჩემი საჩუქარი კი ჩემი გამარჯვებაა, რომელიც ზედიზედ სამჯერ მოვიპოვე”, _ ასე დაიწყო საუბარი ისრაელში მცხოვრებმა ექიმმა-დიეტოლოგმა, მარიანა იოსებაშვილმა, რომელმაც ჟენევაში გამართულ კონკურსში პირველობა არავის დაუთმო, სადაც გაიტანა თემა _ ,,ონლაინ მკურნალობა ჭარბ წონასთან და გამარჯვება”.

ამ თემაში 62 საკითხი შედიოდა. დაწვრილებით იყო დასაბუთებული, როგორ უნდა იმუშაოს ექიმმა პაციენტთან დისტანციურად, როგორ მიაღწიეს ამხელა შედეგებს მისმა პაციენტებმა და, რაც მთავარია, მენიუები, რომლებიც უკვე მსოფლიომ აღიარა. ქალბატონი მარიანას მენიუებს რიგაში ლამაზი კვება უწოდეს. მისი მეთოდის მთავარი არსი კი პაციენტებთან ფსიქოლოგიური მუშაობაა.

მარიანა იოსებაშვილი:

_ ეს იყო საკუთარი თავის ძალიან რთული გამოცდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პროფესია ზუსტად ავირჩიე, რომ მე სულით ხორცამდე ამ საქმეს მივეკუთვნები.

მსოფლიოს ყველა კუთხიდან მყავს პაციენტები, რომლებთანაც ონლაინ მიწევს მუშაობა (თუმცა დღეს ეს გასაკვირი არცაა). მათთან დღე და ღამე კავშირი მაქვს, რომ რამე არ გამომეპაროს. თითოეული პაციენტის კვებას ვკითხულობ ყოველდღე, დანარჩენს კი, რასაც ვერ ვასწრებ, ამისთვის არსებობს უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი ონლაინ მარაფონები, რომლებსაც ჩემი კონსულტანტები ხელმძღვანელობენ. ეს არის ჯგუფები, სადაც ადამიანები შიმშილის გარეშე სასწაულად იკლებენ და, რა თქმა უნდა, ჩვენი კვება უამრავ დაავადებას შველის.

__ ვიცით, რომ ქველმოქმედებას ეწევით საქართველოში. ფოტოები, ვიდეოები ვნახეთ, სადაც ჩანს, რომ უამრავი ადამიანი გაახარეთ, ისინი ახალ წელს არ შეხვდებიან შიმშილსა და სიცივეში.

_ საქართველო ჩემი ქვეყანაა და საახალწლოდ 12 000 ლარი გავაგზავნე უამრავ მოხუცთან, ასევე მრავალშვილიან დედებთან და სოციალურად დაუცველ ოჯახებთან. რაც შემიძლია ,ვაკეთებ. ასევე უამრავი პაციენტი მყავს, რომელთა სიცოცხლეს ჭარბი წონა საფრთხეს უქმნის და მათ უფასოდ ვმკურნალობ. ამიტომაც საქართველოში უამრავი მტერი გავიჩინე. ვიღაცას რატომღაც არ აწყობს ჩემი ქველმოქმედება… მაგრამ მილიონჯერ მეტი მოსიყვარულე ხალხი მყავს საქართველოში. ყოველდღიურად ათასობით ესემესს, უამრავ  ლოცვას და სამადლობელ წერილს ვიღებ. ბედნიერებაა, როცა ხვდები, რომ ტყუილად არ გიცხოვრია. სულ მალე საქართველოს სახელით გავალ მსოფლიო არენაზე!..

__ ვიცით, რომ საკმაოდ დაკავებული ხართ. თუ შეიძლება გვითხარით, როგორ შეუძლიათ დაგიკავშირდნენ ისინი, ვისაც სურთ წონაში კლება?

_ საქართველოში მყავს კონსულტანტები, მათი მონაცემები კი არის ფეისბუქჯგუფში ,,მარის რეჟიმი”. ამის საშუალებით შეუძლიათ ჩვენამდე მოსვლა.

__ რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც წონაში დაკლება უნდათ?

_ მხოლოდ და მხოლოდ სწორი დაბალანსებული კვება, არანაირი დანამატები და არანაირი შიმშილი! საკუთარი ორგანიზმი საცდელ ობიექტად არასოდეს აქციოთ და არ გამოსცადოთ ესა თუ ის დიეტები, სადაც შიმშილია ან სადაც დანამატებს მიაწოდებენ. ეს არის ორგანიზმის ნელი სიკვდილი!

წონაში კლება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სწორი კვებით, გემრიელი მენიუების საშუალებით ყოველგვარი სტრესის გარეშე, სადაც არაფერი გენატრება და შედეგიც არ აყოვნებს.

__ რას ფიქრობთ, რამდენი კილო უნდა დაიკლოს სწორად პაციენტმა? ჩვენ ვხედავთ თქვენი პაციენტების შედეგებს, რომლებსაც ხალხი უკვე ჯადოსნურად მიიჩნევს, არ შიმშილობენ და ზოგიერთი პაციენტი თვეში 10-15 კილოსაც იკლებს.

_ ადამიანმა თვეში 4-5 კილო უნდა დაიკლოს, მაგრამ თითოეული ორგანიზმი ინდივიდუალურია. მე არ მივესალმები სწრაფ კლებას, მაგრამ რა ვქნა, თუ ჩემი მენიუებით ცხიმი სწრაფად იწვის. მთავარია, შიმშილის ფონზე არ იკლებდეს, რომ ორგანიზმი არ დაზიანდეს და შემდეგ სამმაგად არ მოიმატოს. დანარჩენზე კი ჩემი პასუხია: დიახ, ჩემთან იკლებენ 5-დან 15 კილომდე თვეში, თანაც შიმშილის გარეშე! გავიმეორებ, ეს ორგანიზმზეა დამოკიდებული.

__ ვაკვირდებით, რომ ,,მარის რეჟიმის” კვებით სიმეტრიულად იკლებენ და ამას უკვე ყველა აღნიშნავს. ამაზე რას გვეტყვით?

_ დიახ, ზუსტად ესაა ბალანსი არა მარტო საკვების, არამედ მთლიანად  ჩემი რეჟიმის. ეს არის ზუსტად ის, რაც მინდოდა, რომ ყოფილიყო. მთავარია, დაიკლო ლამაზად, შიმშილის გარეშე, ამას კი ჩვენი კვების საშუალებით ვაღწევთ. მთავარია, ჯანმრთელობის პრობლება მოგვარდეს, ხოლო, როცა ჭარბი წონა მარცხდება, ჯანმრთელობაც ნორმაში დგება. არაერთმა ჩემმა პაციენტმა გადააგდო ინსულინი, უამრავი დაავადებისგან განიკურნენ ჯანსაღი კვებით, რაც პირველი შეუფასებელი პრეპარატია მრავალი სნეულებისთვის.

ბოლოს კი მინდა, ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი. გისურვებთ უღრუბლო ზეცას და მშვიდობას, საქართველოს ერთიანობას და სიძლიერეს! დაე, მთელ დედამიწაზე იყოს მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიკეთე და სიძლიერე!