ივერი მელაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ,,გისურვებთ, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის _ სიკეთეს, ბოროტებისთვის _ ბოროტებას…”

ივერი მელაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ,,გისურვებთ, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის _ სიკეთეს, ბოროტებისთვის _ ბოროტებას..."ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი საპატიმროდან წერილს აქვეყნებს, სადაც ის ივანიშვილს და მის მთავერობას მიმართავს: მელაშვილი ივანიშვილის მხრინდა სახდელმწიფო ინსტგიტუტების კონტროლქვეშ მოქცევასა და ერთპიროვნულ მმართველობაზე საუბრობს და ციხიდან შბა ახალ წელს შესაბამისი წერილით ულოცავს:

,,არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა, გისურვოთ, რომ მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის _ სიკეთეს, ბოროტებისთვის _ ბოროტებას…

უპირველეს ყოვლისა, თქვენ მინდა, მოგილოცოთ დამდეგი 2021 წელი, ბატონო ბიძინა, რამეთუ პირადად თქვენ გეკუთვნით გამარჯვებულის ლავრა… აბა, რა გითხრათ, საკუთარ მაგალითზე გამოვცადე თქვენი მთავრობისა და მართლმსაჯულების უსამართლობა- ამიტომაც ვზივარ ციხეში. მაგრამ უფრო მთავარი სხვა რამეა…. არ მგონია, რომ ჩემი მოლოცვა მნიშვნელოვანი იყოს თქვენთვის, მაგრამ მაინც მინდა გისურვოთ, რომ მალე, მოესწროთ ყოველივეს, რასაც იმსახურებთ: სიკეთისთვის _ სიკეთეს, მადლისთვის _ მადლს, სიყალბისთვის _ სიყალბეს, ბოროტებისთვის _ ბოროტებას, სიძულვილისთვის _ სიძულვილსა და რისხვას და ა.შ.

თქვენც გილოცავთ ახალ წელს, ივანიშვილის მთავრობის, მართლმსაჯულების სისტემის, პარლამენტის და მასმედიის პასუხისმგებელო პირებო და მისი დავალებების შემსრულებლებო! თქვენც მინდა, გისურვოთ ყველაფერი იმის ასრულება, რასაც იმსახურებთ.

ვულოცავ დამდეგ ახალ წელს საღად მოაზროვნე საზოგადოებას, ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციურად განწყობილ მასმედიის საშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებსა და კავშირებს. მიგულეთ თქვენ გვერდით. ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ქვეყანა ჩვენია, სხვა სამშობლო ჩვენ არ გვაქვს”.