,,ძაღლი მივარდა, მას მოუქნია დანა და ძმას მოხვდა” – ახლოურების ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს

,,ძაღლი მივარდა, მას მოუქნია დანა და ძმას მოხვდა" - ახლოურების ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებსთბილისში, ახ­ლო­უ­რების ოჯახში დიდი ტრაგედია ტრიალებს. უფროსი ძმის, გიორგი ახლოურის მიერ მოქნეულმა დანამ უმცროსი ძმა, 19 წლის მიშო იმსხვერპლა. როგორც ამბობენ, ის შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა.

-გიორგის და მიშოს საუკეთესო ძმობა ჰქონდათ. განზრახ არ მომხდარა, ეს იყო უბედური შემთხვევა. გიორგი ტელევიზორის კაბელს ჭრიდა, ამ დროს ძაღლი მივარდა. მიშომ ძაღლი გამოიყვანა და ძაღლისკენ მოქნეული დანა მას მოხვდა. გულმკერდში მოხვდა. ერთადერთი ჭრილობა ჰქონდა. ექიმებმა ნახეს და წამებში გარდაიცვალაო, – ყვება ,,პირველთან” მიშო ახლოურის მეგობარი.

გიორგი ახლოური სამართალდამცავებმა სახლში აიყვანეს. მას მიმალვა არ უცდია. გიორგი ახლოურს სახელმწიფო ადვოკატი იცავს და ის ბრალის წარდგენას ელოდება.

გიორგი ახლოური წარმატებული სპორტსმენი, კიგბოქ­სი­ო­რია. ის გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და და მუ­შა­ობ­და, მაგრამ სა­ბუ­თების არქონის გამო საქართველოში დაბრუნდა. მანამდე ახლოურების ოჯახი საფრანგეთში ცხოვრობდა. იქიდან ერთი წლის წინ დაბრუნდნენ. ოჯახი ისანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

მიშო საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოში” თამაშობდა. ის მოკლული გიორგი შაქარაშვილის მეგობარი იყო. მიშოს მეგობრის თქმით, მას მალე სინჯები უნდა გაევლო და შანსი ჰქონდა, ეთამაშა უცხოეთში, საფეხბურთო კლუბში.