“ვინც კოვიდ 19 გადაიტანა, ვაქცინა აღარ დასჭირდება, მას იმუნიტეტი დაიცავს” – ლევან რატიანი

"ვინც კოვიდ 19 გადაიტანა, ვაქცინა აღარ დასჭირდება, მას იმუნიტეტი დაიცავს" - ლევან რატიანიპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს, როგორც ეს ეითელა, წითურასა და სხვა სახადი დაავადებების შემთხვევაში ხდება. არსებობს ვარაუდიც, რომ მათ, ვინც კორონავირუსით ვაქცინის შემოსვლამდე დაინფიცირდა, ვაქცინაცია აღარ დასჭირდება:

„კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს. მრავალი დაავადება არსებობს: წითელა, წითურა, რომელიც ვერაგი იყო, მაგრამ კაცობრიობა მოერია.

ერთად დგომით, მოვლა-მზრუნველობით გადავრჩებით, იმედია ამის რესურსი ჩვენს ერს გააჩნია. ვიცი, რომ ბევრი ნერვიულობს ამ ვირუსის შესახებ – ვაიმე, თუ დაემართა რა უნდა ვქნა?! დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და ყველა კორონავირუსსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანაა – ეს ვირუსი დავამარცხოთ“, – განაცხადა ლევან რატიანმა მაესტროს ეთერში.

ნიუპოსტი