,,წიწაკის მურაბა საოცრებაა” – რეცეპტი თათუა გოგნაძისგან

,,წიწაკის მურაბა საოცრებაა" - რეცეპტი თათუა გოგნაძისგან

თათუა გოგნაძე სოციალურ ქსელში წიწაკის მურაბის რეცეპტს აზიარებს.
,,ვცადე და მინდა, გითხრათ, რომ საოცრებაა…
300 გრ ვაშლის ძმარი( ღვინის ძმრითაც შეიძლება)
300 გრ შაქარი
500 გრ ბულგარული
100 გრ ცხარე წიწაკა (წიწაკის სიცხარის მიხედვით აკონტროლეთ, მე ცხარე გამომივიდა, მაგრამ მაინც საოცარია)
პატარა ნაჭერი ჯანჯაფილი
1 ჩ/კ ჟელატინი
ძმარი და შაქარი წამოვადუღოთ ერთად და დავუმატოთ გატარებული ან დაჩოფერებული წიწაკა. ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ დავუმატოთ ჟელატინი და ჯანჯაფილი, უნდა იდუღოს ფერის შეცვლამდე… თავიდან თხელი მასაა,  მაგრამ რომ დადუღდება, დასქელდება… სხვა დროს ძმარს დავაკლებ, 200 გრ საკმარისი იქნება”.