შეხვდით ახალ წელს ტკბილად  კომპანია ,,სანდომთან“ ერთად!

შეხვდით ახალ წელს ტკბილად  კომპანია ,,სანდომთან“ ერთად!წარმოუდგენელია ახალი წლის სუფრა  ტკბილი ნუგბარის და გოზინაყის გარეშე! რომელ ტკბილეულს ენდობა მომხმარებელი და  ვის აქვს ყველაზე მეტი არჩევანი თქვენი საახალწლო სუფრისათვის? ჩვენი გამოკითხვებით, მომხმარებლის არჩევანი კომპანია ,,სანდომზე“ შეჩერდა.

ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც უკვე 9 წელიწადია, ქართულ ბაზარზე განსაკუთრებული ნდობითა და მოთხოვნით სარგებლობს.

2021 წელსაც ის განსაკუთრებულად მრავალფეროვანი ასორტიმენტით ხვდება და მომხმარებელს ასევე განსაკუთრებულად შექმნილ გოზინაყს სთავაზობს.

საკონდიტრო კომპანია ,,სანდომი“ წელსაც საახალწლოდ განსაკუთრებულად ემზადება. კომპანია გამოირჩევა როგორც ფხვიერი, ისე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვნებით და  განსაკუთრებულად გემრიელ გოზინაყს გვთავაზობს _ სხვადასხვა მოსახერხებელ შეფუთვებში წარმოდგენილი იქნება როგორც არაქისის, ასევე ნიგვზის გოზინაყი. სანდომის გოზინაყი იდეალური გამოსავალია მათთვის, ვისთვისაც აქტუალური თემაა დროის დეფიციტი და ვერ ასწრებს გოზინაყის სახლში მომზადებას.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია სახლში მომზადებული გოზინაყის გემო _ ამ შემთხვევაში არჩევანი ,,სანდომის“ გოზინაყზე უნდა გააკეთოთ. ის ნამდვილად გამოირჩევა იმ გემოთი, რის გამოც გვიყვარს სახლის გოზინაყი.

 ,,სანდომის” ნაწარმო 2011 წლიდან არის სამომხმარებლო ბაზარზე და წარმოდგენილია როგორც შოკოლადიანი, ასევე ფხვიერი საკონდიტრო ნაწარმით მთელი საქართველოს მასშტაბით.

საწარმოს მინიჭებული აქვს ISO 22 000ის ხარისხის საერთაშორისო სერთიფიკატი, რომლის მოთხოვნებიც კომპანიაში მაქსიმალურად არის დაცული, ასევე გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, სადაც დამატებით მოწმდება როგორც მიღებული ნედლეული, ასევე _ საკუთარი პროდუქციაც სარეალიზაციოდ გასვლამდე.

დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, “სანდომის” საწარმო ფუნქციონირებს მოცემული საგანგებო სიტუაციებისათვის არსებული რეკომენდაციების მაქსიმალური  დაცვით, სტაფი აღჭურვილია მოთხოვნების შესაბამისად, ყოველდღიურად ხდება როგორც საწარმო ზონების და  საოფისე შენობის, ასევე გადამზიდი სადისტრიბუციო საშუალებების დეზინფექცია.

შეხვდით ახალ წელს ტკბილად  კომპანია ,,სანდომთან“ ერთად!მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული ფორს-მაჟორისა, ნაწარმზე მოთხოვნა არ შემცირებულა, ასევე არ გაზრდილა ფასებიც.

_ მიუხედავად იმისა, რომ ნედლეულზე ფასები გაიზარდა, ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლის ინტერესებს და ფასები შევინარჩუნოთ, _ აცხადებენ კომპანიაში.

,,სანდომის“ შოკოლადიანი ხაზიც განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანით: ჩიტის რძე, ბისკვიტი ირისით, პრესტიჟი და სხვა.

წელსაც აქტუალურია ,,სანდომის“ უგემრიელესი დათუნია, შოკოლადი მოდერნი, ასევე სიახლე _ ნუგა არაქისით შოკოლადში.

ასე რომ, დაიბედეთ სიტკბო და ბარაქა 2021 წელს, შეხვდით მას ,,სანდომის“ ტკბილეულთან ერთად!

შეხვდით ახალ წელს ტკბილად  კომპანია ,,სანდომთან“ ერთად!