“სალოსი კაწია ჭერამდე იყო ამაღლებული და იქიდან მესაუბრებოდა” – სალოსი ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

"სალოსი კაწია ჭერამდე იყო ამაღლებული და იქიდან მესაუბრებოდა" - სალოსი ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში დაკრძალესსალოსი კაწია დღეს, 10 დეკემბერს, ჩუღურეთში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს.

ტაძარი და ეზო მოწმუნეებით იყო გადაჭედილი. დაკრძალვას ესწრებოდნენ საეკლესიო მსახურებიცა და უბრალო ადამიანებიც. არაამქვეყნიურ სალოს ქალს ბოლო განსასვენებელი ეკლესიის ეზოში, წმინდა მამა ვიტალის საფლავის გვერდით მიუჩინეს.

ერთ-ერთი მამაოს მეუღლემ, ფოფოდიამ 2020 ნიუსს სასწაულებრივი მოვლენის შესახებ უამბო.

მისი თქმით, როდესაც კაწიუშა მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა, სალოსს, განსხვავებული ქმედებების გამო,  მეზობლები შეურაცხადს ეძახდნენ და ხშირად განიკითხავდნენ.

“არ ვიცი, ამის მოყოლის უფლება რამდენად მაქვს, თუმცა მაინც გიამბობთ. სალოსი კაწია რამდენიმე წელი, ჩემთან ერთად, ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდა.

ის ყველასაგან განსხვავებული ადამიანი იყო და ამის გამო, ჩვენი მეზობლები ხშირად განიკითხავდნენ და შეურაცხადსაც კი უწოდებნენ. შექმნილი ვითარების გამო, ხშირად მიწევდა თავის მართლება და ამ ყოველივეს კაწიაც უყურებდა.

ერთ დღეს, როდესაც მეძინა, ჩემს ოთახში შემოვიდა და სასწაულებრივი მოვლენის მომსწრე გამხადა….

კაწია ჭერამდე იყო ამაღლებული და იქიდან მესაუბრებოდა, ამბობდა, რომ ის არც შეშლილი იყო და არც “სამარცხვინო”.მეუბნებოდა, რომ მის გამო, თავი არ უნდა მემართლებინა. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა…. ჩვენ ერთად დავდიოდით მარჯანიშვილზე მდებარე რუსულ ეკლესიაში.

ერთხელ, როდესაც ეკლესიის ეზოში შევდიოდით, ის უკნიდან მომეპარა და იმ ადგილას ჩამარტყა, სადაც მწვავე დაავადება მქონდა. ხალხი გაოგნებული გვიყურებდა, ვერ ვხვდებოდით, ეს რატომ გააკეთა, თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ექიმთან ვიყავი, იქ შევიტყვე, რომ იმ ადგილას, სადაც სალოსი ხელით შემეხო, დაავადება სრულად გამქრალი იყო და სრულიად ჯანმრთელი ვიყავი”, – უთხრა 2020 ნიუსს ფოფოდია მარიამ ფიფიამ.

2020 ნიუსი