საბა კემულარია: “ჩემს სტუდენტ ცოლს ძალიან მოსწონს, შვილს როგორც ვუვლი”

საბა კემულარია: "ჩემს სტუდენტ ცოლს ძალიან მოსწონს, შვილს როგორც ვუვლი"მომღერალი საბა კემულარია “სარკესთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პანდემიამ ყველაზე მეტად შოუბიზნესს დაარტყა.

– ბევრი მომღერალი ამბობს, რომ მხოლოდ სიმღერით თავის რჩენა შეუძლებელია. თქვენც ასე თვლით?

– მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სიგიჟემდე გვიყვარს,  ოჯახს ბოლომდე მაინც ვერ უზრუნველვყოფთ. რაღაც ალტერნატიული საქმე მაინც საჭიროა.

– რა გეგმები გაქვთ შემოქმედებითი კუთხით?

– მთავარია, ამ რთულმა სიტუაციამ გადაიაროს, ყველა ჯანმრთელად ვიყოთ, ხალხს არ უჭირდეს და ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ კი მსმენელს სიმღერას არ მოვაკლებთ.

– პატარა ნიკოლოზზეც გვიამბეთ.

– ამბობენ, რომ ძალიან კარგი მამა ვარ. ჩემი მეუღლეც და მეგობრებიც ამას მეუბნებიან. გაოგნებულები არიან, შენ როგორი მაგარი მამა ხარო. მეც მეცხრე ცაზე ვარ სიხარულისგან, როცა ჩემს შვილს ვუყურებ.

ჩემი მეუღლე სტუდენტია და მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო ყველაფერში. მინდა, კარგად ისწავლოს. გადასარევად ვგრძნობთ თავს, პატარის აღზრდაში მთლიანად ჩართული ვარ. ამ პანდემიამაც ხელი შემიწყო, რომ დადებით და კარგ განწყობაზე ვყოფილიყავი. ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი გატაცება ჩემი შვილია. მთელი დღე ვცდილობ, მასთან ერთად მაქსიმალურად დიდი დრო გავატარო.

– საინტერესოა, პატარა როგორ გამოხატავს თქვენ მიმართ ემოციებს.

– პირველი სიტყვა “მამა” თქვა. მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.

– ამის გამო დედამ ხომ არ იეჭვიანა?

– არა, პირიქით, ჩემს ცოლს ძალიან სიამოვნებს, მამა-შვილს ასეთი დამოკიდებულება რომ გვაქვს.

– ცოლ-ქმრის ურთიერთობაში რა არის მთავარი ოჯახში ჰარმონიის შესანარჩუნებლად?

– მთავარი არის ურთიერთპატივისცემა, რაღაც მომენტში შენს პირად სურვილებზე უარის თქმა და იმის გაკეთება, რაც შენს პარტნიორს ძალიან უნდა.  ერთმანეთზე ფიქრი, ზრუნვა და სიყვარული – ეს არის ყველაზე მთავარი.

 ლელა დევდარიანი, სარკე