“მამიკო, ხელები გამილურჯდა, ესენი მომკლავენ” – რას წერდა მამას 19 წლის თეკლა თორდია

"მამიკო, ხელები გამილურჯდა, ესენი მომკლავენ" - რას წერდა მამას 19 წლის თეკლა თორდიაკორონავირუსის დი­აგ­ნო­ზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამის, რატი თორ­დიას განცხადებით, მის შვილს თან­მხლე­ბი დაავადე­ბა შა­ქა­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

რატი თორ­დიას ინტერვიუს Ambebi.ge ავრცელებს.

„ჩვენ მთე­ლი ოჯა­ხი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან თეკ­ლას ჰქონ­და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, მას­ზე ვი­ყა­ვით მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლე­ბი. სულ იზო­მავ­და შა­ქარს, დღე­ში რამ­დენჯერ­მე. ხან­და­ხან კი აუ­წევ­და, მაგ­რამ შემ­დეგ ისევ ნორ­მა­ში ბრუნ­დე­ბო­და და  მდგო­მა­რე­ო­ბა იყო მსუ­ბუ­ქი. მე­ექ­ვსე დღეს და­ე­წყო ხვე­ლა, მო­ე­მა­ტა ტემ­პე­რა­ტუ­რა, შაქ­რის მაჩ­ვე­ნე­ბელ­საც ვერ ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. და­ვუ­რე­კეთ ოჯა­ხის ექიმს და მო­ვი­თხო­ვეთ კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა. ჯერ არც გვი­პა­სუ­ხა წე­სი­ე­რად, არ მცა­ლია ახ­ლაო და შემ­დეგ არ პა­სუ­ხობ­და ჩვენს ზა­რებს. შემ­დეგ სხვა ოჯა­ხის ექი­მი ჩავ­რთეთ საქ­მე­ში და მან გვი­თხრა, რომ არ­ცერთ კლი­ნი­კა­ში ად­გი­ლი არ იყო და ერ­თა­დერ­თი, რაც შე­ეძ­ლოთ, კო­ვიდ-სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნა იყო“,-აცხადებს რატი თორდია.

მისივე თქმით, მკურნალობის პროცესში “რემ­დე­სი­ვი­რის” ჩართვა ითხოვეს, რაზეც აუხსნეს, რომ უკუჩვენება ახასიათებს.

“კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან მე­ო­რე დღეს მძი­მე­დ ი­ყო უკვე, წა­იყ­ვა­ნეს ანა­ლი­ზებ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რი “მარ­შუტ­კე­ბი” ჰყავთ ამის­თვის. უკანა გზაზე სა­ცობ­ში გა­ჭე­დი­ლან. ბავ­შვი ისე­დაც ძლივს სუნ­თქავ­და, ჟანგბა­დის აპა­რა­ტი იქ არ ჰქონ­დათ და კი­დევ სა­ცობ­ში იდგა იმ­დე­ნი ხანი. “მარ­შუტ­კი­დან” მწერ­და, მა­მი­კო, ხე­ლე­ბი სულ გა­მი­ლურ­ჯდა, გული მიმ­დის და არ ვიცი, რო­გორ ჩა­მო­ვალ ან ჩა­მო­ვალ კი სა­ერ­თოდ ამ “მარ­შუტ­კი­და­ნო”. ესე­ნი მე მომ­კლა­ვენ, უკე­თე­სო­ბას ვერ ვხე­დავ და არა­ფერს არ მი­კეთ­ებენ ისეთ­სო”, -აცხადებს ­რატი თორ­დია.

მისივე თქმით, გოგონა უეც­რად დამ­ძიმ­და და აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს.

“თა­ვი­დან­ვე შეგ­ვამ­ზა­დეს, გვი­თხრეს მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, 2 სა­ა­თი ვუ­კე­თებ­დით ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას, მაგ­რამ შე­დე­გი არა­ფე­რი­აო. 5 დღე იყო აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი. ამ პე­რი­ოდ­ში და­უ­წი­ეს შა­ქა­რი, პე­რი­ო­დუ­ლად ტემ­პე­რა­ტუ­რაც, მაგ­რამ მა­ინც ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზი გახ­და თრომ­ბო­ემ­ბო­ლია, – ამბობს რატი თორდია.