კატების კვების თავისებურებანი

კატების კვების თავისებურებანიკატების ჯანმრთელობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე – გარეგანსა და შინაგანზე. ყველაზე მნიშვნელოვან გარე ფაქტორებს მიეკუთვნება სწორი მოვლა და კვება. კატის მუცელი პატრონისთვის ხშირად მრავალუცნობიან განტოლებად იქცევა ხოლმე: როგორ კვებოს შინაური ცხოველი ისე, რომ ჯანმრთელი იყოს? სად იშოვოს საკვები, რომელიც მასაც ძალიან მოსწონს და, ამავე დროს, საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს? დღეს გვინდა ამ ამოცანის გადაწყვეტაში, პრობლემის მოგვარებაში დაგეხმაროთ.

ევოლუციურად კატებიც და ძაღლებიც მტაცებელთა რიგს განეკუთვნებიან. თუმცა, თუ გარეული ძაღლები (მგელი, მელა, ტურა) ბუნებაში ყოვლისმჭამელები არიან, გარეული კატები (ლომი, ვეფხვი, ფოცხვერი და ა.შ.) ახალ ხორცს ამჯობინებენ, იმდენად ახალს, რომ სულ რაღაც ერთი წუთის წინ ეს ხორცი დარბოდა, დაფრინავდა, ბღაოდა და წკაოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კატას ნორმალური ცხოვრებისათვის დიდი რაოდენობის მაღალი ხარისხის ცხოველური ცილა სჭირდება და შინაური კატა გამონაკლისი არ არის.

მოდი, გავარკვიოთ, როგორ ვკვებოთ კატა სწორად. პასუხი ერთი შეხედვით ნათელია, ის ზედაპირზე დევს: კატა უნდა ვკვებოთ მისი ორგანიზმის მოთხოვნილებების შესაბამისად, რაც, თავის მხრივ, დამოკიდებულია ცხოველის სიცოცხლის ეტაპზე და მისი ფიზიოლოგიური მდგომარეობის მახასიათებლებზე. მაგრამ პრაქტიკაში ეს არც ისე მარტივია, რადგან, სტატისტიკის თანახმად, კატების დაავადებების 80%-ზე მეტი უკავშირდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, რომლებიც დაუბალანსებელი კვების რაციონით არის გამოწვეული.

სამწუხაროდ, კვება “სუფრიდან” კატებს არ არგებს. ნატურალური პროდუქტებისგან რაციონის დამოუკიდებლად შედგენა კი რთულია – ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი და ეს მხოლოდ ვეტერინარ დიეტოლოგებს შეუძლიათ.

სწორედ ამიტომ ოპტიმალური არჩევანი კატების პატრონებისთვის ცნობილი მწარმოებლის ხარისხიანი მზა საკვებია. აქ მთავარი სიტყვა არის “ხარისხიანი”.

ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კატის საკვების მთავარი ინგრედიენტი კარგი ხორცი ან თევზია. ახალი ხორცი არის MONGE-ს საკვების N1 ინგრედიენტი.

მოდი, განვიხილოთ კვების საკითხი იტალიის შინაური ცხოველების საკვების ბაზრის ლიდერისა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწარმოებელი კომპანიის – MONGE-ს მაგალითზე. MONGE-ს ასორტიმენტში არის საკვები კნუტებისთვის, ზრდასრული, ხანში შესული და მოხუცი კატებისთვის. ჯანმრთელი კატების ყოველდღიური რაციონების გარდა, კომპანიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს საკვები იმ კატებისთვის, რომლებსაც აქვთ დიაბეტი, ჭარბი წონა, შარდ-კენჭოვანი დაავადება, ალერგია, ღვიძლის, თირკმლებისა და კანის დაავადებები.

არის ცალკე საკვები სტერილიზებული კატებისთვის, აგრეთვე, ცხოველებისთვის, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან ოპერაციის შემდეგ. თითოეული რეცეპტის მიღმა არის წამყვანი ვეტერინარული დიეტოლოგების კვლევა, ინგრედიენტების ზუსტი გაანგარიშება და ნედლეულის მომწოდებლების საგულდაგულოდ შერჩევა.

ჩვენ ვერ განვიხილავთ ერთ სტატიაში  ყველა ამ საკვებს (თუმცა ისინი ნამდვილად იმსახურებენ ამას) და ყურადღებას მხოლოდ ბინის ან კერძო სახლის პირობებში ბინადარი, საშუალოსტატისტიკური კატის საკვებზე გავამახვილებთ.

მაშ ასე, თქვენ აიყვანეთ კნუტი და გინდათ, რომ ის ჯანმრთელი გაიზარდოს. ამისთვის პატარას სჭირდება მაღალკალორიული საკვები, რომელიც არ დაამძიმებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. MONGE-ს ყოველდღიური საკვების ხაზში – Daily line – არის სპეციალიზებული საკვები კნუტებისთვის 4 კვირის ასაკიდან: SUPERPREMIUM KITTEN.

დაახლოებით ერთი წლის ასაკში, როდესაც კნუტების ზრდის ტემპი მცირდება, მეტაბოლიზმიც ნელდება და ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო კალორიების რაოდენობა მცირდება, საჭირო ხდება საკვების ზრდასრული კატების რაციონით ჩანაცვლება. ყოველდღიური საკვების ხაზში Daily line ეს არის  MONGE SUPERPREMIUM CAT ADULT – დაბალანსებული საკვები 1-დან 7 წლამდე ასაკის კატებისთვის.

ამ რაციონის ალტერნატივაა საკვები ხაზიდან Speciality lineMONGE SUPERPREMIUM ADULT CAT Salmon. ეს არის ჰიპოალერგიული სრულფასოვანი დაბალანსებული საკვები ზრდასრული კატებისთვის ცილის, კერძოდ, ორაგულის საფუძველზე.

კატების პატრონების პასუხისმგებელ უმეტესობას, თუ ცხოველების გამრავლებას არ აპირებენ, ცხოველის ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის ასარიდებლად ურჩევნიათ მისი კასტრირება/სტერილიზება.

კასტრირებული და სტერილიზებული კატებისთვის იტალიელი მწარმოებელი გთავაზობთ საკვებს MONGE SUPERPREMIUM CAT STERILISED.

ჩვენ მიერ აღწერილი საკვებით წარმატებით სარგებლობენ კატების მოყვარულები მთელ მსოფლიოში, კომპანია MONGE კი აგრძელებს კვლევებს. ამ კველევების შედეგები დროთა განმავლობაში საფუძვლად დაედება ახალ რეცეპტებს უკვე არსებულ ხაზებში ან გახსნის სრულიად ახალ მიმართულებებს კატებისა და ძაღლების საკვების ინდუსტრიაში.

იკითხეთ MONGE-ს საკვები ზოომაღაზიებსა და ვეტერინარულ კლინიკებში.

კატების კვების თავისებურებანი