ჯიმი მაქაცარია აშშ-ის ვიზის საქმეში თაღლითობისთვის დააკავეს – საქმეში ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის სახელები ფიგურირებს

ჯიმი მაქაცარია აშშ-ის ვიზის საქმეში თაღლითობისთვის დააკავეს - საქმეში ნოე სულაბერიძის და გია ჯაჯანიძის სახელები ფიგურირებსსა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ვი­ზის დამ­ზა­დე­ბის სა­ნაც­ვლოდ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ისი­ნი მო­ტყუ­ე­ბით იყე­ნებ­დნენ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლებს, ფა­რულ ჩა­ნა­წერ­ში ისი­ნი ახ­სე­ნე­ბენ პრო­დი­უ­სერ ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძი­სა და ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი ჯა­ჯა­ნი­ძის სა­ხე­ლებს.

და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რი, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი ჯიმი მა­ქა­ცა­რი­აა.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა საქართველოს მოქალაქე მოატყუეს, რომ ამერიკის ვიზის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რისთვისაც მოსთხოვეს 17.000 დოლარი, საიდანაც 8.500 დოლარი წინასწარ ჩაარიცხვინეს.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე: “ეს ამ­ბა­ვი დიდი ხა­ნია ვი­ცო­დი, თა­ვი­დან შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, ადა­მი­ა­ნე­ბი მი­რე­კავ­დნენ და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, წაგ­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კა­შიო. ხში­რად თან­ხის დაკ­ლე­ბა­ზეც კი და­უ­რე­კავთ. ერთხელ ქალ­მა რომ და­მი­რე­კა, ვკი­თხე, რა გი­თხრეს, რამ­დენს ვი­ღებ-თქო და 20 ათას დო­ლარს და იქ­ნებ და­მიკ­ლოო. ბოლო დროს ამე­რი­კის ელჩთან ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვიუ ხა­რა­გა­ულ­ში და რომ ნა­ხეს ტე­ლე­ვი­ზი­ით, უფრო და­ი­ჯე­რეს.

ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე: “მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. პირ­ვე­ლად გა­ვი­გე ამ თე­მა­ზე, ჩე­მამ­დე არა­ვინ მო­სუ­ლა და არა­ვის და­უ­რე­კავს. მი­ხა­რია, რომ ჩემ სა­ხელ­სა და რე­პუ­ტა­ცი­ას ზი­ა­ნი არ მი­ად­გა და ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­აშ­კა­რავ­და. არ ვიც­ნობ მაგ და­კა­ვე­ბულ ადა­მი­ანს, მი­თხრეს, გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი პრო­დი­უ­სე­რი­აო. სუ­რათ­ზე რომ მაჩ­ვე­ნეს, ვერ ვი­ცა­ნი”.

გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი: “მე ვიც­ნობ ჯიმი მა­ქა­ცა­რი­ას, პრო­დი­უ­სე­რი არ ყო­ფი­ლა ჩემი, ვახ­ლობ­ლობ­დით, კარ­გი მე­გო­ბა­რი იყო, ცოლი ჰყავს, ავად­მყო­ფი დედა და ორი ბავ­შვი. რო­გორც მე­გო­ბა­რი – გა­და­სა­რე­ვი, ტკბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. რა­ი­მე შე­მო­სა­ვა­ლი თუ ჰქონ­და, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მიხ­დი­და ჰო­ნო­რარს და გას­ტრო­ლებ­ზეც წა­ვუყ­ვა­ნი­ვარ.

გუ­შინ და­მი­რე­კეს, პო­ლი­ცია და­ად­გა და ჯიმი აიყ­ვა­ნე­სო. ბოლო დროს თა­ვა­დაც და­ი­წყო სიმ­ღე­რა. ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სარ­გებ­ლობს მე­გობ­რებ­ში და ახ­ლობ­ლებ­ში და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რო­გორ გა­ეხ­ვა ამ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში”.

ამბები