გარყვნილი შინაარსის მიმოწერის გამო დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედება შეუჩერდა

გარყვნილი შინაარსის მიმოწერის გამო დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედება შეუჩერდაშემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედება ,,მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო” შეუჩერდა.
„ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რამდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ამავე კრების ოქმის თანახმად, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს ,,მორალურ-ზნეობრივი დარღვევების გამო”, შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება”, – წერია განცხადებაში.

„პრაიმტაიმი” დეტალების გასარკვევად საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა.

მამა ანდრიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ დეკანოზი ბასილი მხილებულია „გარყვნილი შინაარსის მიმოწერაში”.

პრაიმ ტაიმი