ანა აბაშიძე: “გოგონებს მწვრთნელი სექსუალურ ვარჯიშებს ავალებდა და შემდგომ დასცინოდა” – რა ხდება ქალ ფეხბურთელთა კლუბში

ანა აბაშიძე: "გოგონებს მწვრთნელი სექსუალურ ვარჯიშებს ავალებდა და შემდგომ დასცინოდა" - რა ხდება ქალ ფეხბურთელთა კლუბშიპროფესიონალ ქალ ფეხბურთელთა კლუბის 6 სპორსტმენი გუნდის მთავარ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროვებასა და ეთნიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. გოგონებიდან 2 არასრულწლოვანია.

უფლებადამცველის თქმით, მწვრთნელი მათ სისტემატიურად აიძულებდა სექსუალური შინაარსის  ვარჯიშების შესრულებას, ხშირად შედიოდა გასახდელში, ხუმრობდა უხამსად, დასცინოდა გოგონებს გარეგნობისა და ეთნიკური წარმომავლობის გამო.

ამის გამო ფეხბურთელებმა კლუბი დატოვეს და კონტრაქტიც თვითნებურად გაწყვიტეს.

მწვრთნელი ბრალდებებს არ პასუხობს, მისი უფლებადამცველი კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცილისწამება და პროვოკაციაა.

საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა გოგონები გაამართლა, მწვრთნელმა კი, გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

მიმართავდა სექსუალური შინაარსის მიმართვებით, აგრესიას გამოხატავდა, სექსუალური შინაარსის ვარჯიშებს ავალებდა და შემდგომ დასცინოდა, იყო ეპიზოდები, როდესაც უკითხავად შედიოდა გასახდელში…. ამ წუთას მიმდინარეობს განხილვა ტრიბუნალზე, რომელიც არის ერთგვარი აპელაცია საფეხბურთო დავების დროს. ტრიბუნალს მიმართა ამ კაცმა და ამბობს, რომ გოგოების მონაყოლი არის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაცია – ამბობს უფლებადამცველი ანა აბაშიძე
საფეხბურთო წესების პარალელურად, საქმემ საქალაქო სასამართლოშიც გადაინაცვლა, თუმცა, როდის დაიწყება განხილვა, ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი