“სუნთქვა ძალიან გაუჭირდა და კომაში ჩავარდა” – ხობში 30 წლის ელისო ლომაია გარდაიცვალა

"სუნთქვა ძალიან გაუჭირდა და კომაში ჩავარდა" - ხობში 30 წლის ელისო ლომაია გარდაიცვალახობის მუნიციპალიტეტ სოფელ საკიჯაოს მკვიდრი 30 წლის ქალი ელისო ლომაია კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახი წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, ქალს კოვიდინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა.

მთავარის ცნობით, ახალგაზრდა ქალს სპაზმი დაემართა, რომლის დროს, ოჯახის ექიმის რეკომენდაციით, დედამ დექსამეტაზონი დაალევინა და ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ქალი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

„ბოლო დღეს ძალიან გაუჭირდა სუნთქვა და რომ დავრეკეთ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ორსაათნახევრის დაგვიანებით მოვიდა. მათ კი ჩემი ძმისშვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ასეთი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს თავს”,-ამბობს გარდაცვლილის ბიძა გულადი ლომაია.

ახალგაზრდა ქალს მოხუცი დედა და ბიძა დარჩა.

პრაიმ ტაიმი