,,სისხლის გუბეები იყო ყველგან, ცხოველებივით ჰყავდა დაკლული” – მკვლელობა მცხეთაში

,,სისხლის გუბეები იყო ყველგან, ცხოველებივით ჰყავდა დაკლული" - მკვლელობა მცხეთაში,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში საზარელი მკვლელობა 8 oვლისს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცმა 52 წლის მამა და 75 წლის პაპა დანით დახოცა. ოჯახის ორი წევრის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი  სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 10 დღის გამოსული იყო. ის ქალის მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

მოკლულების მეზობლები ყვებიან, რომ წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა ოკინაშვილმა ოჯახის წევრები მცირე ინციდენტის გამო მოკლა. მათი თქმით, დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა, ფული გამხდარიყო.

ოკინაშვილმა ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ჯერ პაპას მიაყენა. მამა, ალეკო ოკინაშვილი, გაიქცა, მაგრამ შვილმა მას სახლის უკან მრავალი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის – ყელის არეში. ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მამისა და პაპის მკვლელობაში ბრალდებული ორი დღის განმავლობაში იმალებოდა, სანამ სამართალდამცავები დააკავებდნენ.

– მკვლელობა მოხდაო, რომ გავიგე, მეც შევედი და ნეტა, არ შევსულიყავი! სისხლის გუბეები იყო ყველგან. მამა და პაპა ცხოველებივით ჰყავდა დაკლული. ასე როგორ უნდა გამოხვიდე წყობიდან, რომ ამ მასშტაბის სისასტიკე ჩაიდინო?! – ამბობს მაყვალა ლობჟანიძე.

გიორგი ოკინაშვილმა ქალის მკვლელობის ბრალდებით ციხეში 14 წელი გაატარა. პირველი დაკავებისას 14 წლის იყო.

მკვლელობის მოტივად სოფელში ორი ვერსია სახელდება. ერთი ვერსიით, ეს უკავშირდება წლების წინ მომხდარ ოჯახურ ძალადობას, რომელშიც, მეზობლების ინფორმაციით, პაპა ფიგურირებდა და მეორე – ოჯახის წევრებს შორის ქონებრივი დავაა.

პაპის მხრიდან დედაზე ძალადობის შესახებ უარყოფს დაკავებულის დედა, დიანა ოკინაშვილი. ამ ინფორმაციას ახლობლებიც სიცრუეს უწოდებენ და არ იციან, გიორგი ოკინაშვილის ასეთი აგრესია რამ გამოიწვია.