როგორ ვკვებოთ ძაღლი სწორად? 

როგორ ვკვებოთ ძაღლი სწორად? თანამედროვე ადამიანი ძაღლს, როგორც ოჯახის წევრს, ისე ექცევა, რაც შესანიშნავია, ეს ასახავს მის ზნეობრივ სიმწიფეს და სოციალურ პასუხისმგებლობას ცხოველების მიმართ. მაგრამ ზოგჯერ ემოციური კავშირი პატრონსა და მის შინაურ ცხოველს შორის იმდენად დიდია, რომ ადამიანი ცხოველზე საკუთარი სურვილებისა და ცხოვრების სტილის პროექციას იწყებს – სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი იწყებს ძაღლის “ჰუმანიზაციას”, არ ითვალისწინებს მის ზოგიერთ მახასიათებელს და  ადამიანისგან განსხვავებას და ამით უნებლიედ საფრთხეში აგდებს ცხოველს.

ეს ყველაზე მკაფიოდ კვების საკითხებში ვლინდება. უნდათ რა, მისცენ თავის შინაურ ცხოველს საუკეთესო საკვები, თავისი სუფრიდან აჭმევენ საჭმელს. მაგრამ ძაღლი ადამიანის საკვებს არ უნდა ჭამდეს, და ეს საკმაოდ მარტივად აიხსნება –  ძაღლის ფიზიოლოგია განსხვავდება ადამიანის ფიზიოლოგიისაგან. ძაღლები ჩვენგან განსხვავდებიან კბილების სტრუქტურით, სხეულის სიგრძისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიგრძის შეფარდებით, არსებითი მიკრო და მაკრო ელემენტების ნაკრებით და სხვადასხვა საკვები ნივთიერებების მონელების უნარით … ძაღლებს სჭირდებათ საკვები/რაციონი, რომელიც შემადგენლობით ძალიან განსხვავდება ადამიანის საკვებისგან.

მაშინაც კი, თუ თქვენს შინაურ ცხოველს სუპერ ხარისხის პროდუქტებს აჭმევთ, ეს არ უზრუნველყოფს რაციონის სწორ შემადგენლობას და თქვენი ძაღლის ჯანმრთელობას.

საქმე იმაშია, რომ რაციონის დაბალანსება სახლის პირობებში ძალიან რთულია. ყველაზე რთულია პროპორციების, უფრო სწორად, რაციონში საჭირო რაოდენობის საკვები ნივთიერებების გამოთვლა. კვების სპეციალისტები განსაზღვრავენ ძაღლის სრულფასოვანი კვებისათვის აუცილებელი საკვები კომპონენტების ხარისხობრივ და რაოდენობრივ შემადგენლობას.  სწორედ ამიტომ, ვეტერინარებისა და სელექციონერების უმეტესობა მთელს მსოფლიოში გვირჩევენ ვკვებოთ ძაღლები მზა საკვებით. მაგრამ სად მოვიძიოთ ნამდვილად კარგი საკვები? საკვები, რომელიც შეუნარჩუნებს ძაღლს ჯანმრთელობას და დააკმაყოფილებს მის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს ენერგიასა და საკვებ ნივთიერებებზე, სქესის, ასაკის, საცხოვრებელი პირობების და სხვა მრავალი ინდივიდუალური მახასიათებლის გათვალისწინებით?

პასუხი ამ კითხვაზე სულ ცოტა ხნის წინ  მოიძიეს ძაღლების პატრონებმა საქართველოში. ბაზარზე გამოჩნდა/შემოვიდა უმაღლესი ხარისხის პროფესიული საკვები ძაღლებისთვის – MONGE (მონჯე), ძაღლებისა და კატების საკვების ლეგენდარული იტალიელი მწარმოებელი. იტალიური ბაზრის აღიარებული ლიდერი, MONGE დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ლიდერად მთელ მსოფლიოში.  MONGE არა მხოლოდ სუპერ პრემიუმ საკვებია, არამედ ყოველთვის მაღალი ხარისხის და დაბალანსებული კვების მთელი პროგრამა ძაღლებისთვის,  სადაც თითოეული ინგრედიენტს მაქსიმალური სარგებელი შინაური ცხოველების ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის.

MONGE-ს საკვების კონცეფცია ძაღლების მოთხოვნილებებს სრულად შეესაბამება. ძაღლები მტაცებელთა ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამიტომ №1 ინგრედიენტი MONGE-ს საკვებში არის ახალი ხორცი.

ხორცის გარდა, ამ რაციონებში შედის ნახშირწყლების საგანგებოდ გამოანგარიშებული რაოდენობა, ასევე ვიტამინები, ამინომჟავები და ძაღლისთვის საჭირო მინერალები. MONGE-ს საკვები არის სრულყოფილი დაბალანსებული რაციონები, რომლებიც შემუშავებულია ძაღლის ზომისა და ასაკის გათვალისწინებით.

დღეს-დღეობით MONGE გთავაზობთ ძაღლების საკვების ფართო არჩევანს ცხვრის, ძროხის, კურდღლის, ქათმის, იხვის და ორაგულის შემცველობით.

აქ თქვენ აუცილებლად იპოვით რაციონს, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თქვენი ძაღლის მოთხოვნილებებს, მაშინაც კი, თუ ის ჭეშმარიტი, ჭირვეული ოთხფეხა გურმანია.

MONGE საუკეთესო ძაღლების საკვებია იტალიაში, და ის ახლა უკვე ჩვენთანაც ხელმისაწვდომია.