როგორ გადაარჩინეს ჰასკებმა 5 წლის გაბრიელი – ძაღლებმა ჯარისკაცებივით იბრძოლეს

როგორ გადაარჩინეს ჰასკებმა 5 წლის გაბრიელი - ძაღლებმა ჯარისკაცებივით იბრძოლეს,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

ზაფხულში მთელი ქვეყანა აალაპარაკა ორი ჰასკის გმირობის ამბავმა, რომლებმაც 5 წლის გაბრიელის გადასარჩენად ჯარისკაცებივით იბრძოლეს და პატარა ბიჭი გადაარჩინეს. გაბრიელი სამების ტაძრის ლოტბარის, სვიმონ ჯანგულაშვილის, დისშვილია. ბავშვის დედამ, სოფიო ჯანგულაშვილმა ,,სარკეს” უამბო:

–  ბრძოლა და ყეფა უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა და ვერაფრით დაიჭირეს.

– ორივე ძაღლი ებრძოდა?

– დიახ და ჩვენც მოშორებით ვიყავით. ცოტას მივუახლოვდებოდით და ისევ უკან გამოვდიოდით. ჩემი ძმა მივიდა ახლოს და მიხვდა, შხამიანი რომ იყო. ცხოველთა მონიტორინგის ბრიგადა გამოვიძახეთ. ამ დროს ლაქი დაკბინა. ძაღლი გაითიშა, ვეღარ დგებოდა. ცხვირზე სისხლი რომ შევნიშნეთ, მაშინვე მივხვდით, რომ შხამიანი იყო. ამიტომ ჩემმა ძმამ მოგრძო რკინის ჯოხით მოკლა.

ამასობაში სააგენტოს ბრიგადაც მოვიდა და თქვეს, ეს გიურზააო. შევშფოთდით, რადგან ბავშვი სულ ეზოში თამაშობს ძაღლებთან და ამ დროსაც ეზოში იყო მათთან ერთად.

– თვითონ გამოერიდა?

– როდესაც ძაღლები ყეფას იწყებენ, ბავშვს იგნორირებას უკეთებენ. ამ ყეფისას ვხვდებით, რომ ქვეწარმავალი ნახეს და ბავშვს მაშინვე ვარიდებთ. სამწუხაროდ, ძაღლი დაგესლა და სწორედ ამ დროს მოვიდნენ სააგენტოს ბიჭები, რომლებმაც გვითხრეს, თუ არ გადაიყვანთ, შეიძლება ძაღლი დაკარგოთო. გავიქეცით აფთიაქში, რომ ის ნემსი გაგვეკეთებინა, რაც ექიმმა გვითხრა. მაშინვე ჩავსვით მანქანაში და გავაქანეთ კლინიკაში.

პირველი ორი დღე არ იყო ისეთი აქტიური, როგორიც არის ხოლმე – ცელქი და მოუსვენარია.  ნელ-ნელა დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს.