პოლონური ანსამბლი “სილეზია” და ორი ქვეყნის კულტურული პროექტი საქართველოში

პოლონური ანსამბლი "სილეზია" და ორი ქვეყნის კულტურული პროექტი საქართველოშიპოლონეთსა და საქართველოს შორის კულტურული  ურთიერთობისა და ხალხთა  შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში იგეგმება პოლონური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ “სილეზიას” საქართველოში გასტროლები, რომელიც მძიმე პანდემიური ვითარების გაუარესების გამო დროებით გადაიდო და დაიგეგმა სტანისლავ ჰადინის სახელობის ანსამბლ “სილეზიას” მიერ შესრულებული სიმღერებისა და ცეკვების საქართველოს მასშტაბით  სატელევიზიო და ინტერნეტ-ონლაინ კონცერტების და ფილმების ჩვენება.

ორი ქვეყნის კულტურის უფრო ახლოს გაცნობის მიზნით დაგეგმილია ონლაინ  სემინარების ჩატარება როგორც საქართველოში, ასევე პოლონეთში.

ქართულ ტელესივრცეში გადის ფილმი “ზუსტად ეს არის პოლონეთი”.

პროექტი დაიგეგმა და ხორციელდება პოლონეთის კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს და ცენტრის მიერ. პროექტს მხარს უჭერენ პოლონეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს საელჩო პოლონეთში, პოლონური ინსტიტუტი თბილისში, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ანსამბლი “გორი” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში.

პოლონური ანსამბლი "სილეზია" და ორი ქვეყნის კულტურული პროექტი საქართველოშიაუდიტორიისთვის არავერბალური კომუნიკაციის ფორმების ჩვენება ხელს შეუწყობს პოლონური ტრადიციული ცეკვის ენის გაცნობას, ასევე პოლონური კულტურის როლის  პოპულარიზაციასა და წარმოჩენას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის მშენებლობაში. ამ გზით დაწყებულმა კულტურულმა გაცვლამ ნაყოფად უნდა გამოიღოს შემდგომი  თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს პოლონეთის, როგორც მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის და საინტერესო ტრადიციის მქონე ქვეყნის იმიჯის ჩამოყალიბებას.

ეს პროექტი ემსახურება პოლონური ხალხური და ეროვნული ცეკვების ცოდნის გაღრმავებას და პოლონური ხალხური ცეკვის სპეციფიკის გაცნობას, რომელიც ასე ღრმად არის ფესვგადგმული ტრადიციაში.

პროექტის პარტნიორს საქართველოში, ანსამბლ “გორს” დიდი ისტორია აქვს. მის რეპერტუარში შედის ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები, ხოლო ანსამბლი არის საქართველოში არსებული ოთხი ეროვნული სიმღერისა და ცეკვის გუნდიდან ერთ-ერთი.

პოლონელ აუდიტორიას საშუალება ექნება, აღფრთოვანებული დარჩეს ,,გორის” მიერ შესრულებული კონცერტის ყურებით “სილეზიას” ვებსაიტებსა და სოციალურ ქსელებში.

პოლონური ანსამბლი "სილეზია" და ორი ქვეყნის კულტურული პროექტი საქართველოში