ნინი მოხევიშვილი: ,,ნიკა არაბიძეს მამას ვეძახი”

ნინი მოხევიშვილი: ,,ნიკა არაბიძეს მამას ვეძახი'',,სარკე”, ავთო ჩიტიძე

,,კომედი შოუს” ახალი სახე ჰყავს – 25 წლის ნინი მოხევიშვილი. მისი ცხოვრება ბოლო ერთი წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. ,,რუსთავი 2″-ში ჟურნალისტად მისული მოდელის გარეგნობის გოგონა მოულოდნელად იუმორისტული შოუს მსახიობად იქცა.

ნინი პოპულარული ეკრანზე პირველივე გამოჩენისას გახდა, როდესაც ამიკო ჩოხარაძესთან ერთად შეასრულა ცნობილი ჰიტის ,,სინიორიტას” ქართული ვერსია –  ,,სულელელა”. ეს სახელი ნინის ფსევდონიმადაც იქცა,

გოგონა, რომელსაც გარეგნობით ჰოლივუდის ვარსკვლავ ლივ ტაილერსაც ადარებენ, ჯერჯერობით შეყვარებული არ არის.

ნინი მოხევიშვილი:

-ჩემი შეხება “რუსთავი 2″-თან დაიწყო გადაცემით ,,ფარული კონვერტი”, სადაც ჟურნალისტი ვიყავი და აქედან ,,ექსპრომტად” მოვხვდი ,,კომედი ჯგუფში”.

ამ დიდი ჯგუფის კოორდინატორი ვარ. როცა ვმუშაობ, სულ ვღიღინებ. ეს შეამჩნიეს ,,გვიანი შოუს” პროდიუსერებმა. როცა მითხრეს, ხმის ჩამწერ სტუდიაში უნდა წახვიდე და ამიკოსთან ერთად სიმღერა ჩაწეროო, ხუმრობად მივიღე. იმდენად დავიბენი, უარი ვთქვი. მეშინოდა, რომ ამხელა გადაცემას ჩემი სიმღერით ჩავაგდებდი.

ისევ ამ ბიჭებმა შეძლეს, რომ ეს ბარიერი გადამელახა. როგორც კი სცენაზე ამიკოს გვერდით დავდექი, ყველანაირი ნერვიულობა მომეხსნა.

მე და ამიკომ შევასრულეთ ცნობილი ჰიტის ,,სინიორიტას” ქართული ვერსია – ,,სულელელა”. ამ სიმღერამ ისეთი პოპულარობა მომიტანა, რომ დღემდე ყველგან სულელელას მეძახიან.

– როგორები არიან ,,კომედი შოუს” მსახიობები კადრმიღმა?

– მაგალითად, მიშა ანდღულაძე, სულ მეგონა, რომ ცხოვრებაშიც ისეთი ტიპი იქნებოდა, როგორიც როლები აქვს, მაგრამ მშვიდი, სერიოზული, კეთილი და მეგობრულია. სამაგიეროდ, ნიკა არაბიძე როგორიც ეკრანზეა, ისეთია ცხოვრებაში. მე მამას ვეძახი, ის – შვილს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,საკეში”