ნათია უჩავა: “შვილებისთვის სადილი გვაქვს გასამზადებელი, მაგრამ გაკვეთილს ვატარებთ”

ნათია უჩავა: "შვილებისთვის სადილი გვაქვს გასამზადებელი, მაგრამ გაკვეთილს ვატარებთ"ახალგაზრდა პედაგოგმა ნათია უჩავამ ფეისბუქში დაწერა:
“სამწუხაროდ, ბევრჯერ ამოვიკითხე, გავიგე და ვნახე მასწავლებლების მიმართ თითის გაშვერისა და მათი გაუფასურების მცდელობა.
რომ თურმე დისტანციური სწავლება არაფრის მომცემია
და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ,
რომ მასწავლებლები სახლში სხედან და არაფერში იღებენ ფულს,
რომ მასწავლებლები ვერ ატარებენ საინტერესო გაკვეთილს და კიდევ ვინ მოთვლის, ენას ძვალი არ აქვსო და ჰო, ასეც არის.
თქვენ იცით, რამდენი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილებს ისეთ დროს, როდესაც საკუთარი შვილებისთვის გასამზადებელი აქვს სადილი?!
იცით, რამდენი მასწავლებელი იძინებს გამთენიისას იმიტომ, რომ მეორე დღისთვის მოამზადოს რესურსები?!
იცით, რომ დისტანციურ სწავლებას ორჯერ, სამჯერ მეტი შრომა სჭირდება, ვიდრე სკოლაში ჩატარებულ გაკვეთილებს? არ იცით.
იცით, რამდენ წყენას და იმედგაცრუებას ვყლაპავთ ყოველდღიურად, როდესაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში რომელიღაც უმადურ კომენტარს ამოვიკითხავთ?!
ყოველთვის უნდა ახსოვდეს ნებისმიერ მშობელს, რომ მასწავლებლეთან თანამშრომლობით ბევრად მეტ შედეგს ღებულობს, ვიდრე არჩართულობით.
მერვე წელი დაიწყო, რაც მასწავლებელად ვმუშაობ და ამ რვა წლის განმავლობაში ძალიან ბევრ უმადურობას, დაუნახაობასა და დაუფასებლობას გადავაწყდი. თუმცა, საბედნიეროდ, არის ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი, მშობელი, თანამშრომელი, რომელიც ხედავს მასწავლებლის შრომას, გამოხატავს და ერთი ტკბილი სიტყვითაც კი შეუძლია გაგიქარწყლოს ყველანაირი დარდი.
ყველაფრის მიუხედავად, ძველებური შემართებით გამიგრძელებია ჩემი საქმე, რადგან ჩემი მოსწავლეების ერთი გაღიმება, ერთი წარმატება ყველაფერს წონიდა და სწორედ ესაა მასწავლებლობის ჯადოსნური მაგია, რომ არა საქმისადმი ამდენი სიყვარული, ალბათ ამდენი დაუმსახურებელი თითის გამოშვერებით დიდი ხნის წინ მივატოვებდით ჩვენს საყვარელ საქმეს.
პატივისცემით, ნათია უჩავა. მასწავლებელი!”

მშობლები