,,ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის ბავშვის გამო მთელი დღე დადუმებული ვარ, რანაირი 65 საათი იყო”

,,ნანგრევებში მოყოლილი 3 წლის ბავშვის გამო მთელი დღე დადუმებული ვარ, რანაირი 65 საათი იყო"მაშველებმა თურქეთის ქალაქ იზმირში ნანგრევებიდან 3 წლის ბავშვი გადაარჩინეს. ბავშვი მიწისძვრიდან 65 საათში ამოყვანეს ნანგრევებიდან.

თურქეთსა და საბერძნეთში 30 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას 26 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში  ძირითადად ქალაქი იზმირი დაზიანდა.

ამ ტრაგედიის შესახებ ქუთაისელმა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ დაწერა:

,,ახლა მივხვდი, რომ მთელი დღე დადუმებული ვარ. იზმირში მომხდარი მიწისძვირის შედეგად მოყოლილი სამი წლის ბავშვის გამო დღეს მთელი დღე დადუმებული ვარ.
ჩემი ფიქრებით იმ ბავშვის მამასთან ვარ, რომელსაც სამი წლის ბავშვი ნანგრევებში ჰყავდა მიწის ქვეშ მოყოლილი 65 საათი. ღმერთო, ეს რანაირი 65 საათია? მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ბავშვი. ეს ის მომენტია, როცა ალბათ ბედნიერების თავი რომ აღარ გაქვს… მთელი სხეული რომ გინდა, აიდღლიზო შენივე ხელით, გამოძვრე შენივე კანიდან და თქვა, ბედნიერი ვარ, მაგრამ არ შეგიძლია, რადგან შენ უკვე მომკვდარხარ. ამ 65 საათში მომკვდარხარ და არ გახსოვს.
ეს იცით, როგორი ამბავია? არ არსებულ ამბავზე რომ ემუდარები ღმერთს, მოახდინოს სასწაული და ახდენს კიდეც”.