“კობა დავითაშვილის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე” – რას ამბობენ ექიმები

"კობა დავითაშვილის მდგომარეობა ფასდება, როგორც მძიმე" - რას ამბობენ ექიმებიპარლამენტის ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობს და ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, კობა დავითაშვილი დაახლოებით 10 დღეა რაც ალადაშვილის კლინიკაში ჰოსპიტალურ მკურნალობას გადის.

„კობა დავითაშვილი ჩვენს კლინიკაში მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაა, სეფსისი და სეფტიური შოკი, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე“,- აცხადებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილს 2017 წელს ე.წ. ბეხტერევის დაავადება დაუდგინეს.

იპნ