დავით ლიკლიკაძე: ,,დაბადების დღეზე ცოლს ვაჩუქე მანქანა, რომელიც ისედაც მისი იყო”

დავით ლიკლიკაძე: ,,დაბადების დღეზე ცოლს ვაჩუქე მანქანა, რომელიც ისედაც მისი იყო",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

პოპულარულმა ქუთაისელმა ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ ცოლს, სალი ფუტკარაძეს, დაბადების დღეზე ავტომობილი აჩუქა, შემდეგ კი საჭესთან დასვა და ზღვისპირა ქალაქში წაიყვანა (ინტერვიუ ჩაწერილია ზაფხულში). მას არასოდეს ავიწყდება თავისი ოჯახის ღირსშესანიშნავი დღეები და ცდილობს, განსაკუთრებული თარიღები განსაკუთრებულად აღნიშნოს. ამბობს, რომ ოჯახი მისთვის ყველაფერია და ცხოვრობს იმისთვის, რომ ცოლ-შვილს კომფორტი შეუქმნას.

– დათო, როგორც გავიგეთ, ცოლს დაბადების დღეზე  ბევრი სიურპრიზი მოუწყვეთ. გაგვიზიარეთ ეს ამბები.

– ცოტა კი მეცინება –  ვაჩუქე მანქანა, რომელიც ისედაც მისი იყო, მაგრამ უკვე ოფიციალურად მისი გახდა. ამით არამხოლოდ დაბადების დღე მივულოცე, არამედ მართვის მოწმობის აღებაც.

– პანდემია ოჯახის ბიუჯეტზეც ცუდად იმოქმედებდა.

– ცხადია. ცოლმა თემურ თათარაშვილის სიმღერა რომ ჩამირთო  – “ღარიბი და მოწყენილი ვის რად უნდა..”, აი, მაშინ კი წამოვფრინდი ჩემი ტახტიდან, რომელზეც ორი თვე ვიყავი წამოწოლილი და ფულის საშოვნელად გარეთ გავვარდი.

პანდემიას რასაც ვუმადლი, ის არის, რომ ბავშვთან დამამეგობრა. უკვე მამის გოგოა, სახლში რომ მივდივარ, მაშინვე თავის ფეხსაცმელებს იღებს და იძახის: ,,შუზ, შუზ”, ანუ ჩამაცვითო. იცის, რომ გარეთ  უნდა გავიდეთ.

ძირითადად ინგლისურად ამბობს ყველანაირი ხილის, ბოსტნეულის, ფერების სახელებს და ასე შემდეგ. სალის ვეუბნები, შენ ხუმრობ და, ზუსტად ამნაირი ინგლისურით სამჯერ მოვიარე ამერიკის შეერთებული შტატები-მეთქი.

დედას უფრო ჰგავს თუ მამას?

– დედას ჰგავს ფიზიკურადაც და ხასიათითაც. ეს ძალიანაც მახარებს, რადგან ეველინის დედა ფიზიკურადაც მომწონს და ხასიათითაც.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”