ანიტას დედა: ,,ამას ჩემგან არავინ ელოდა, რადგან ინდოეთიდან უგონო მდგომარეობაში ჩამომიყვანეს”

ანიტას დედა: ,,ამას ჩემგან არავინ ელოდა, რადგან ინდოეთიდან უგონო მდგომარეობაში ჩამომიყვანეს'',,სარკე”, რუსუდან ადვაძე

2 წლის ანიტა ფაცაცია მთელმა ქვეყანამ ტირილით გააცილა იმქვეყნად. მანამდე მის გადარჩენას უამრავი ადამიანი ეცადა.

ბავშვის დედამ, მარიკო სადრაძემ, შვილის სახელობის ფონდი დააარსა და გადაწყვიტა, თავად ორგანოთა დონორი გახდეს.

ტკივილით სავსე გზაზე და უანგარო, კეთილ საქმეზე, მარიკო ,,სარკეს” უყვება:

-ძალიან გახშირდა ბავშვებში რთული დაავადებები და უმეტეს შემთხვევაში სხვა ქვეყნის ექიმების დახმარებაა საჭირო. ექიმი დაგითვლის, შეგიფასებს შვილის სიცოცხლეს და, რაც გინდა, ის ქენი. სწორედ ამისთვისაა საჭირო ასეთი ფონდები.

– ფონდის დაარსების გარდა, დონორობაც გადაწყვიტეთ. 

– ინდოეთში დონორის რიგში რომ ვიდექით, მაშინ გადავწყვიტე, მეც დონორად დავრეგისტრირებულიყავი…

თავს არ მივცემ უფლებას, გავნადგურდე. ერთი დღეც არ ვმჯდარვარ სახლში. ამას ჩემგან არავინ ელოდა, რადგან ინდოეთიდან უგონო მდგომარეობაში ჩამომიყვანეს. იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ უჭირდათ იმ ადამიანებს, ვინც იმ გზას გადიოდა, რომელიც მე გავიარე.

რამდენჯერაც დავეცი და ცუდად ვიყავი, ჩემი შვილი ხან ვისთან მიდიოდა სიზმრად, ხან ვისთან და მაგრძნობინებდა, რომ ეს მას არ მოსწონდა. ყველა ასეთ შვილს უნდა, მისი დედა კარგად იყოს.

– თქვენს სიზმრებში ანიტა როგორია?

– ჩემს სიზმრებში ისეთია, როგორიც იყო, მხიარული, მეტიჩარა… ანგელოზად სხვები ნახულობენ და თან ერთ და იმავე კადრად – წყაროსთან ანგელოზის ფრთებით დგას და იქ სხვა ბავშვები სვამენ წყალს. წყარო ალბათ სიმბოლოა იმისა, რომ დღეს ანიტა ბევრს ეხმარება და ვისაც მისი სახელით დავეხმარეთ, ყველა კარგადაა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”