ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე: “ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან კენ­ჭი უნდა ამო­ეკ­ვე­თათ… მაღაზიაში ვიყავი, როცა დამირეკეს…”

ალექსანდრე კვიტაშვილი გარდაცვლილ მეუღლეზე: "ნაღ­ვლის ბუშ­ტი­დან კენ­ჭი უნდა ამო­ეკ­ვე­თათ... მაღაზიაში ვიყავი, როცა დამირეკეს..."სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ანას­ტა­სია ოს­ტრო­კო­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა და ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა დას­ჭირ­და, რაც, სამ­წუ­ხა­როდ, ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­და.

მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ კვი­ტაშ­ვილ­მა “ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს” მის­ცა:

,,35 წლის ასაკ­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სპორ­ტით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და ვარ­ჯი­შობ­და, გარდაიცვალა.

იყო ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი ოპე­რა­ცია, თა­ვად შე­ვარ­ჩი­ეთ თა­რი­ღი ოპე­რა­ცი­ის და ექი­მიც. თუმ­ცა ოპე­რა­ცი­ის დროს გაჩ­ნდა პრობ­ლე­მა და ამას მოჰყ­ვა გარ­თუ­ლე­ბა. ნაღ­ვლის ბუშ­ტში ჰქონ­და კენ­ჭი და უნდა ამო­ეკ­ვე­თათ. 40 წუ­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო და ამა­ში ვე­რა­ნა­ირ პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ­დით.

9 ოქ­ტომ­ბრი­დან 1 თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იწვა, ყო­ველ­დღე მას­თან ვი­ჯე­ქი და იქი­დან ვმუ­შა­ობ­დი ჩემი კომ­პი­უ­ტე­რით…მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყა­ვი, რა­ღაც და­მა­ბა­რა და ვყი­დუ­ლობ­დი, ექიმ­მა რომ და­მი­რე­კა, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ა­ზე შეგვყავ­სო, რად­გან ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა და­ე­წყო.

2-3 სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და ოპე­რა­ცია, შემ­დეგ 10-12 სა­ა­თი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში დარ­ჩა და ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს.

მა­მა­მი­სი იყო ეთი­ო­პი­ი­დან და სამ­ხედ­რო საქ­მეს სწავ­ლობ­და უკ­რა­ი­ნა­ში. სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს გა­იწ­ვი­ეს და შემ­დეგ გა­ირ­კვა წლე­ბის შემ­დეგ და იქ გარ­და­იც­ვა­ლა. დედა ზრდი­და მძი­მე პე­რი­ოდ­ში, ად­რე­ულ ასაკ­ში უწევ­და ფი­ზი­კუ­რი მუ­შა­ო­ბა და თა­ვად მი­აღ­წია ყვე­ლა­ფერს. ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ვი­ცა­ნით. ურ­თი­ერ­თო­ბა მას შემ­დეგ და­ვი­წყეთ, რაც სა­მი­ნის­ტრო­დან წა­მო­ვე­დი” – აღ­ნიშ­ნა ექსმი­ნის­ტრმა.

წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი უკ­რა­ი­ნა­ში გა­იც­ნო და 2018 წელს იქორ­წი­ნეს.

მა­ნამ­დე სან­დრო კვი­ტაშ­ვი­ლი ნი­კოლ ჟორ­და­ნი­ა­ზე გახ­ლდათ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­ნაც ვაჟი, ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. ნი­კო­ლი ნოე ჟორ­და­ნი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი და რე­ჯებ ჟორ­და­ნი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლავთ.

ამბები