ტრამპი კორონასგან Regeneron-მა განკურნა, წამალს ამერიკაში უფასოდ დაარიგებენ

ტრამპი კორონასგან Regeneron-მა განკურნა, წამალს ამერიკაში უფასოდ დაარიგებენდონალდ ტრამპმა კლინიკიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მას კორონავირუსზე მკურნალობდნენ, თეთ სახლში განაცხადა, რომ არსებობს წამალი, რითიც მას უმკურნალეს.

-მათ Regeneron-ით მიმკურნალეს. დაუჯერებელი იყო, მაშინვე კარგად ვიგრძენი თავი. 24 საათში  იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს, საავადმყოფოდან მინდოდა გამოსვლა. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება, არაფრის გადახდა მოგიწევთ, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და იქვე დაამატა, რომ ეს ყველაფერი ჩინეთს ძვირი დაუჯდება.

...

-ჩინეთს ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება.