თაკო კორინთელი შეყვარებულია – ,,აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული”

თაკო კორინთელი შეყვარებულია - ,,აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ვართ დაბადებული",,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე

მომხიბვლელი თაკო კორინთელი ფართო მაყურებელმა მაშინ გაიცნო, როდესაც პოპულარულ სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ბარბარიკას როლში იხილა. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხვდა ,,სარკის” ფურცლებზე და თავის ცხოვრებაზე, სიახლეებზე გულახდილად გვესაუბრებოდა.

თაკოს ამჯერადაც აქვს მოსაყოლი ,,სარკესთან” იმ ცვლილებაზე, რაც მის პირადში ხდება.

თაკო კორინთელი:

– ჩემს ვიწრო სამეგობრო წრეში მეკითხებიან, ვინ არის, როგორი არისო და ა.შ. ადამიანის დახასიათება ძალიან მიჭირს, განსაკუთრებით მისი, ვინც მიყვარს. პასუხიც მარტივი მაქვს:  ,,მე ხომ მიცნობთ, ხომ იცით, როგორიც ვარ, აი, ისიც არის ჩემნაირი”. ზედმეტად არ ვახასიათებ, რომ კეთილია, უანგაროა და ა.შ. ჩემნაირია და მორჩა.

– როდის გაიცანით ერთმანეთი?

– მას 6 წლიდან ვიცნობ, თუმცა ჩვენ ყოველთვის მეგობრები ვიყავით და ახლაც მეგობრები ვართ. რაღაცები იცვლება… როცა ადამიანთან ყოველდღიური შეხება გაქვს, შეიძლება აღმოაჩინო, რომ შენია და შენთვის არის დაბადებული.

– თქვენმა ყოფილმა მეუღლემ თუ იცის ამის შესახებ?

– ეს ჩემი პირადია და მაქვს უფლება, ბედნიერად ვიცხოვრო. ოჯახის გარდა არავის წინაშე ვარ ვალდებული, ვინმე ჩავაყენო საქმის კურსში.

– როგორ შეაფასებდით ქორწინებას, რომელიც არ შედგა, რა იყო მიზეზი, რამაც დაგაშორათ?

– ასე კონკრეტულად თქმა გამიჭირდება. ცალ-ცალკე ორივენი ძალიან კარგები და კეთილები ვართ, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, ადამიანები ხვდებიან, რომ ერთმანეთისთვის არ არიან დაბადებული. უბრალოდ მივხვდით, რომ ერთად არ გვინდოდა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”