,,პომიდვრის სალათას ვაშლი უხდება” – მაფინების და კუსკუსის სალათის რეცეპტები ,,მასტერშეფის” კონკურსანტისგან

,,პომიდვრის სალათას ვაშლი უხდება" - მაფინების და კუსკუსის სალათის რეცეპტები ,,მასტერშეფის" კონკურსანტისგან,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,,მასტერშეფის” მონაწილე ქეთო ბექაური კულინარიული რეცეპტების წიგნის დაწერას აპირებს. მან კუსკუსის სალათისა და მაფინების მარტივი რეცეპტები ,,სარკის” მკითხველსაც გაუმხილა.

ქეთო ბექაური

-ძალიან მიყვარს კუსკუსი – ბურღულეულის ერთ-ერთი სახეობაა, ბურთულებია, რომლებსაც ღრუბლის თვისება აქვთ – იწოვენ გემოებს და არომატს. სალათებში ხშირად ვხმარობ. კიტრისა და პომიდვრის სალათაში კუსკუსს და ხილს ვიყენებ – მარწყვს, ჟოლოს, ვაშლს და საინტერესო გამოდის.

– ყველა ხილი ერთად?

– არა, ერთი – სურვილისამებრ. პომიდვრის სალათას ვაშლი ძალიან უხდება, შეგიძლიათ კახური ზეთი და ძმარიც გამოიყენოთ, ასევე კრევეტები. მხოლოდ ხილის სალათაც შეიძლება კუსკუსით. მოცულობას აძლევს და განაყრებს, თან გემრიელიცაა.

ცხობა ძალიან მიყვარს  და ხშირად ვაკეთებ ამერიკულ ფუნთუშებს შოკოლადის მარცვლებით, ჩემს პატარა დას უყვარს. ფქვილი, კარაქი, კვერცხი, შაქარი უნდა ათქვიფოთ, შოკოლადის მარცვლები დააყაროთ და გამოაცხოთ 180 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. ნუშის ნამცხვრები რომ იყო ჩვენს ბავშვობაში, რომ იღეჭებოდა, მას ჰგავს და ძალიან გემრიელია.