პოლიციამ გიორგი გუგავას ძმისშვილები გაათავისუფლა

პოლიციამ გიორგი გუგავას ძმისშვილები გაათავისუფლადღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც 3 ადამიანის დაკავება მოჰყვა.

დაკავებულებს შორის იყვნენ გიორგი გუგავას ძმისშვილები, ანი და სოფო გუგავა. მათ ცესკოს შენობაში კარვების შეტანა სურდათ.

ცოტა ხნის წინ დაკავებულები ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლეს.