პატრიცია კაასი: ,,მამაკაცებმა იმედი გამიცრუეს”

პატრიცია კაასი: ,,მამაკაცებმა იმედი გამიცრუეს",,სარკე”, თათია ბოჭორიძე

ფრანგი მომღერალისა და მსახიობის, პატრიცია კაასის, პირადი ცხოვრება ისეთივე წარმატებული არ აღმოჩნდა, როგორიც კარიერა. მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისა და არაერთი პარტნიორის მიუხედავად, გათხოვილი არასოდეს ყოფილა. მის შეყვარებულებს შორის იყვნენ ალენ დელონი და ჟერარ დეპარდიეც, თუმცა საქმე ქორწილამდე არ მივიდა.

ის სკანდალურად დაშორდა კომპოზიტორ ფილიპ ბერგმანს. მოგვიანებით კი ურთიერთობა გააბა რუმინელ მილიონერთან, მაგრამ ის ცოლიანი აღმოჩნდა.

– მამაკაცებმა იმედი გამიცრუეს, ისინი მერკანტილურები და პროგნოზირებადები არიან, – დაწერა ავტობიოგრაფიულ წიგნში მომღერალმა.

ყველაზე მეტად პატრიცია იმას ნანობს, რომ შვილები არ ჰყავს. უშვილობის მიზეზი კი ახალგაზრდობაში გაკეთებული უამრავი აბორტია. დღეს მომღერლის  უახლოესი არსება მალტური ბალონკა, სახელად ტეკილა გახლავთ.

კაასი არ მალავს თავის დამოკიდებულებას მამაკაცებისადმი და ამაზე ღიად საუბრობს:

– ძალიან ვწუხვარ, რომ დღემდე ვერ შევხვდი მამაკაცს, რომელიც ჩემი  მეუღლე გახდებოდა. ალფონსებით დავიღალე, რომლებიც ჩემგან რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების სანაცვლოდ ალიმენტებს ითხოვენ. მწყინს, რომ დედობის ბედნიერება ვერ შევიგრძენი. შემეძლო, დედა გავმხდარიყავი, ბუნებამ ამის შანსი არაერთხელ მომცა, მაგრამ მე იგი უარვყავი. უნდა ვაღიარო, რომ კარიერა ავირჩიე, – თქვა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.