ნატალია ილიჩევა: ,,მათ მიერ წარმოდგენილი რუკით დავითგარეჯის ნაწილს ვკარგავთ”

ნატალია ილიჩევა: ,,მათ მიერ წარმოდგენილი რუკით დავითგარეჯის ნაწილს ვკარგავთ",,მათ მიერ წარმოდგენილი რუკა 1936 წლის რუკაა. ამ რუკის თანახმად, ჩვენ გადავდივართ 1929 წლის ხელშეკრულების სამართლებრივ ველში. ამ ხელშეკრულებაში კი პირდაპირ, არამარტო რუკით, არამედ სიტყვიერადაც არის ჩაწერილი, რომ საზღვარი გადის ჩიჩხიტურის კოშკზე და იქ დგას ტრიანგულაციის პუნქტი „უდაბნო“. ამ შემთხვევაში ჩვენ დავითგარეჯის ნაწილს ვკარგავთ“ – ამბობს ნატალია ილიჩოვა.

შეგახსენებთ, რომ მეცნიერებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში ყოფნისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ,,ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში.”

მედიაში მეცნიერებს სინდისის პატიმრებს უწოდებენ.,