მარტა ბარამიძე: ,,შეყვარებულს დავშორდი”

მარტა ბარამიძე: ,,შეყვარებულს დავშორდი",,სარკე”, რუსუდან ადვაძე:

,,მასტერშეფის” წინა სეზონის მონაწილე, მარიტა ბარამიძე ,,სარკესთან” პირადზე საუბრობს:

-შეყვარებულს დავშორდი და აღარ გვაქვს ურთიერთობა (ჩაწერილია ივნისში). რომ გითხრათ, ამის მიზეზი რა იყო, ზედაპირული ვიქნები. ადამიანების ურთიერთობა იმდენად სიღრმისეულია და ქვეტექსტები და მიზეზები აქვს…

– გადამწყვეტი რა არის მამაკაცთან ურთიერთობაში?

– ყველა ურთიერთობა ინდივიდუალურია. ვერასოდეს მექნება ძველი ურთიერთობა ახალთან. ყველა ურთიერთობას აქვს თავისი დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც ან მოგვწონს, ან არა. ერთადერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, თუ რამე პრობლემა შეგაწუხებს, აუცილებელია, იმავე წამს ღიად ილაპარაკო ამაზე.

მამაკაცი, პირველ რიგში, საკუთარი თავის განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს. ჩემთვის ძალიან ძვირფასია ერთგულება, ასევე – გულწრფელობა და გულღიაობა. არ მიყვარს ტყუილი. თუ ადამიანი გულწრფელია, ბევრი რამ შეიძლება გადალახო მასთან ერთად… თუ გულწრფელობა არ არის, ვერცერთი ურთიერთობა ჯანსაღი ვერ იქნება და ვერც შედგება.

-სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალები” გამოჩნდით.

– საინტერესო პერიოდი დამიდგა. სულ ჩემი ბავშვობის ოცნება მახსენდება, როცა მსახიობობა მინდოდა.

პარტნიორში ცალსახად გამიმართლა. გიორგი მახარაძე, იგივე მაქსიმე, საოცარი ადამიანია და ასეთივე მსახიობი. როცა ვხედავ, რამდენად თავისუფლად აკეთებს ამ ყველაფერს, თითქოს მეც მეხსნება ბარიერები და ვრწმუნდები, რამდენად თავისუფალი შეგიძლია იყო გადასაღებ მოედანზე.

– ,,მასტერშეფის” შემდეგ,როგორც მზარეულმა, სადმე მუშაობა თუ გააგრძელეთ?

– ,,მასტერშეფამდეც” მქონდა კაფე და მექსიკურ კერძებს ვამზადებდით. გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც ჩემთან პარტნიორობით უნდათ მექსიკურ სამზარეულოზე მუშაობა გავაგრძელოთ და მიტანის სერვისი ავამოქმედოთ.  მომავლისთვის რესტორნის გახსნასაც ვაპირებთ.