მაია მიქაშავიძე: ,,ყველაზე მეტი სიკეთე მათთვის მაქვს გაკეთებული, ვინც გული მატკინეს”

მაია მიქაშავიძე: ,,ყველაზე მეტი სიკეთე მათთვის მაქვს გაკეთებული, ვინც გული მატკინეს",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

სამკაულების დიზაინერ მაია მიქაშავიძეს ცხოვრებაში ერთი პრინციპი აქვს, რომელსაც არასოდეს ღალატობს – მოშურნეების მიმართ სიკეთეს იჩენს. ,,სარკესთან” ყვება

-ნებისმიერი განსაცდელის დროს განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. პრობლემას ისე უნდა მიუდგე, როგორც მორიგ გამოცდას და სიტუაცია შენთვის  სასიკეთოდ შემოატრიალო. იქნებ არც დამიჯეროს მკითხველმა, მაგრამ ყველაზე მეტი სიკეთე იმ ადამიანებისთვის მაქვს გაკეთებული, ვინც გული მატკინეს. როცა ბოროტების სანაცვლოდ კეთილს მიაგებ მტერსა თუ მოშურნეს, ჯერ გაოცდება, შემდეგ დაეჭვდება, ბოლოს აუცილებლად მოინანიებს.

ასეთი საქციელი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვისაა სასარგებლო და სწორი როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად, შემდეგ კი გარშემომყოფებისთვის.

– განათლებით ფსიქოლოგი ხართ. მეგობრებიდან არავის მოუმართავს დასახმარებლად?

– უამრავი ასეთი შემთხვევა იყო. დეპრესიას უფლება არ უნდა მისცე, ცხოვრება წაგართვას. შემიძლია ახლობლებს მსგავს სიტუაციაში დავეხმარო, თუმცა მიუხედავად ჩემი განათლებისა და იმისა, რომ ინსტიტუტში ლექციებს  ფსიქოლოგიის კორიფეები მიკითხავდნენ, ვთვლი, რომ ჩემი პროფესია ხელოვნებაა, ამისთვის ვარ დაბადებული…

პანდემია როცა გამოცხადდა, სოციალურ ქსელებში გავაქტიურდი. აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც მუდმივად სამსახურით იყვნენ დაკავებული, ჩემს ნამუშევრებს არ იცნობდნენ. ახლა კი ნახეს, რომ არსებობს ბრენდი, რომელსაც მე ვქმნი…

იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი ნამუშევრები პირველად ნახეს, ერთდროულად ყველაფრის შეძენა უნდოდათ. ზოგს საკმარისი ფული არ ჰქონდა და ნისიად ვატანდი.

– არ მჯერა, რომ ე.წ. ნისიების რვეული თქვენც გაქვთ.

–  მეც მაქვს, მაგრამ უპატიოსნო და უწესო მომხმარებელი ჯერ არ შემხვედრია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”