ლილიკო ნემსაძე: ,,მირჩევნია, გულისტკენას არ ვუპასუხო და სასიამოვნოზე ვიფიქრო”

ლილიკო ნემსაძე: ,,მირჩევნია, გულისტკენას არ ვუპასუხო და სასიამოვნოზე ვიფიქრო",,სარკე”, ია ქუთათელაძე

კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ რამდენიმე თვის წინ იტალიაში, ქალაქ ლუკას ცნობილი კონსერვატორია წარმატებით დაამთავრა. მაგისტრის დიპლომის აღება თავად კონსერატორიის რექტორმა მიულოცა.

ლილიკო ნემსაძე:

-ლუკა ტოსკანის მხარის ქალაქია, სადაც გენიალური კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი დაიბადა. ამ კონსერვატორიაში სწავლა კომპოზიტორებისთვის დიდი პატივია. სწავლა იტალიურ ენაზეა. მამის ნასწავლი იტალიური გამომადგა. იქ სწავლია რთულია, მაგრამ არ დავნებდი.

– 20 წელია შოუბიზნესში ხართ. ეს ის სფეროა, სადაც ხშირად არის ინტრიგები, ხელის შეშლა, გულისტკენა. როგორ გაიარეთ ეს გზა?

– მსგავსი რამ ყველგან არის. პატარ-პატარა გულისტკენები ყოფილა, მაგრამ უკონფლიქტო და მიმტევებელი ვარ. მირჩევნია, არ ვუპასუხო და სასიამოვნოზე ვიფიქრო. ცხოვრება ხანგრძლივი არ არის და ჯობია, ლამაზი წუთებით დავტკბეთ. ადამიანები უნდა მოვეფეროთ ერთმანეთს. ამაზე კარგი სამყაროში არაფერია.

– ორი ქალიშვილის დედა ხართ. მუდმივად დაკავებული ლილიკო ნემსაძე როგორი დედაა?

– როგორც დედა, გადაჭარბებულად ემოციური ვარ. მუდმივად ვურეკავ და მუდმივად ვიცი, სად არიან, რას აკეთებენ, როდის მოვლენ. კარგი გოგონები არიან. სირთულეები არ გვქონია. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.

ვიცი, რომ ასეთი გიჟი დედა არ უნდა ვიყო, მაგრამ წყნარად მაშინ ვარ, როცა  სახლში არიან.

– მუდმივად შესანიშნავ ფორმაში ხართ – არც ერთი ზედმეტი კილოგრამი. როგორ ახერხებთ ამას?

– ვეგეტარიანელი ვარ. ჭამა დიდად არ მიყვარს, ძალიან ცოტას გეახლებით. თავს მსუბუქად ვგრძნობ და ეს კარგი შეგრძნებაა. გარეგნობაზეც შეძლებისდაგვარად ვზრუნავ. თანამედროვე კოსმეტიკურ მიღწევებსაც ვიყენებ, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. ვფიქრობ, ზედმეტი არაფერი ვარგა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”