კეიტ ბლანშეტმა ბენზოხერხით კინაღამ თავი მოიჭრა – ,,შვილები ტირილით მეხვეწებოდნენ, დედა, არ მოკვდეო!”

კეიტ ბლანშეტმა ბენზოხერხით კინაღამ თავი მოიჭრა - ,,შვილები ტირილით მეხვეწებოდნენ, დედა, არ მოკვდეო!",,სარკე”, თათია ბოჭორიშვილი

ავსტრალიელი მსახიობის, კეიტ ბლანშეტის გასაოცარი სამსახიობო ოსტატობა და სტილი მაყურებლებს მუდმივად აღაფრთოვანებს. მსახიობს მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის, კინომსახიობთა გილდიის სამი ჯილდო, სამი ,,ოქროს გლობუსი”, სამი ,,ბაფტა”, ორი ,,ოსკარი” და ვენეციის კინოფესტივალის ერთი ჯილდო.

რამდენიმე თვის წინ მსახიობი ბენზოხერხის გამოყენებისას სერიოზულად დაშავდა და, შეიძლება ითქვას, სიკვდილს გადაურჩა. ამ ინციდენტის შესახებ თავად მსახიობმა  ვიდეოინტერვიუში ისაუბრა:

– ეზოში ვფუსფუსებდი და ხის ტოტების მოჭრა გადავწყვიტე. კიბე ხეს მივაყუდე, ავიღე ბენზოხერხი, ჩავრთე და კიბეზე ავედი. უცებ ხერხი ხელიდან გამისხლტა და… კინაღამ თავი მომაჭრა. ტკივილისგან საშინელი კივილი აღმომხდა.

ქმარ-შვილი ეზოში გამოცვივდა. ენდრიუ ისტერიკაში ჩავარდა, თან ტელეფონში გაჰკიოდა, რომ სასწრაფო მალე მოსულიყო, თან თავზე სტერილურ საფენებს მადებდა, რომ სისხლდენა შეეჩერებინა. შვილები ტიროდნენ და მეხვეწებოდნენ, დედა, არ მოკვდეო. სასწაულად გადავრჩი! თავზე მხოლოდ პატარა ჭრილობა მაქვს, მაგრამ, სანამ სასწრაფო მოვიდა, იმდენი სისხლი დავღვარე, მეგონა, ვერ გადავრჩებოდი. ახლა ყველაფერი კარგადაა, მაგრამ გვარიანად კი შევშინდი. ასე რომ, ბენზოხერხით კინაღამ თავი მოვიჭერი.