ილო ბეროშვილი: ,,კაცი ცოლის მშობიარობას უნდა დაესწროს”

ილო ბეროშვილი: ,,კაცი ცოლის მშობიარობას უნდა დაესწროს",,სარკე”, ავთო ჩიტიძე

მსახიობების წყვილს, ილო ბეროშვილს და ანი ბებიას, პირველი საერთო შვილი 5 ივლისს შეეძინათ. ილოსთვის ჯერი მესამე შვილია. ყოფილ ტელეწამყვან ნელი აგირბასთან ორი ქალიშვილი ჰყავს.  ანისთვის კი ჯერი პირველი შვილია.

ილო ბეროშვილმა ბიჭის მამობის ეიფორიაზე, თავის დიდ ბედნიერებაზე ,,სარკესთან” ისაუბა:

– მშობიარობას დავესწარი და ვთვლი, რომ კაცს თუ განსაკუთრებული ფობიები არ აქვს, მშობიარობას უნდა დაესწროს. ანის ძალიან ვეხმარებოდი. ვცდილობდი, მთელი ეს პროცესი იუმორში გადამეტანა.

სამშობიარო ბლოკში ჩემი იუმორით არამარტო ანის, ექიმებსაც ვეხმარებოდი და ვამხნევებდი. ხუმრობა-ხუმრობაში დაიბადა ჯერი.

მე და ანიმ როცა პირველად შევხედეთ, თვალებზე ცრემლები მოგვადგა.

– ბიჭის მამობა განსხვავდება გოგოების მამობისგან?

– ჯერ ძალიან პატარაა, რომ ეს სხვაობა დავინახოთ, მაგრამ, ბურთის გაგორებას რომ დავიწყებთ, მერე ალბათ ბევრი განსხვავება იქნება.

ჩემს გოგონებთანაც ძალიან ვმეგობრობ. ჟარგონულად რომ ვთქვა, ჩემი გოგონები ჩემი ,,პადელნიკები” არიან.

– გქონდათ გამძაფრებული სურვილი, რომ ბიჭის მამა ყოფილიყავით?

– არანაირად, მით უმეტეს, როცა შევიგრძენი, რა არის ორი არაჩვეულებრივი გოგოს მამობა. უბრალოდ მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ჩემი ბიჭი. ასევე მაინტერესებდა, როდესაც სესილის შემდეგ მეორეს ველოდებოდით. ვფიქრობდი, როგორ ნაწილდებოდა ორ შვილზე სიყვარული.

შვილების მომავალზე ფიქრი ძალიან მიყვარს.

-გოგონებმა როგორ მიიღეს პატარა ძმა, ხომ არ იეჭვიანეს?

– იმდენად სწორად აღზრდილები არიან, ეჭვიანობას არ შევჯახებივართ. ანი ძალიან უყვართ და უხარიათ, რომ ძმა გაუჩნდათ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”