სალი გულორდავა: ,,16 წლის ასაკში ტილოსთან გავშიშვლდი და საკუთარი თავი ბოლომდე გამოვხატე”

სალი გულორდავა: ,,16 წლის ასაკში ტილოსთან გავშიშვლდი და საკუთარი თავი ბოლომდე გამოვხატე",,სარკე”, ხათუნა მაღრაძე

,,ქართველი მხატვარი შავი ზღვის ქვეყნიდან, პატარა ჩემოდნითა და გენიალური ნახატებით” – ასე წარუდგინა იტალიის ქალაქ ნეაპოლის სამხატვრო გალერეის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას სალომე გულორდავა.

სალომე 24 წლისაა და მისი ნამუშევრები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე გამოიფინა. ,,გოგონას პატარა ჩემოდნით” კი უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. ემზადება, მოხვდეს ნიუ იორკის სამხატვრო სასწავლებელში და იყოს პირველი ქართველი ქალი მხატვარი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი აკადემიის სტიპენდიანტი გახდება.

– თქვენს ნამუშევრებში აქცენტს ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე აკეთებთ და ნახატების სიუჟეტიც მეტწილად მძიმეა. რა გიზიდავთ უარყოფით ემოციებში?

– ჩემს ნამუშევრებზე ბევრს უთქვამს, რომ მძიმე დატვირთვას ატარებს. ყველაზე ნამდვილი ემოციები მაშინ მოდის, როცა ცუდად ვართ – ტკივილის გამოხატვა უფრო ნამდვილია.

არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ ბედნიერი ემოციები არ არსებობს ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ მაშინ ბევრ რამეზე არ ვფიქრობ.

– ჩემი აზრით, თქვენს ნამუშევრებში განსაკუთრებით საინტერესო ფერთა შეხამებაა.

– ბევრ ფერს ვხმარობ. თითოეულს თავისი დატვირთვა აქვს. იმისთვის, რომ ტკივილი გამოხატო, არაა აუცილებელი, შავი ან ნაცრისფერი გამოიყენო. ადამიანების ცხოვრებაც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ფერთა პალიტრა.

– როგორც ვიცი, უცხოეთში აპირებთ სწავლის გაგრძელებას.

– მინდა, ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში შევძლო სწავლის გაგრძელება. იქ სწავლა წელიწადში 40-50 ათასი ღირს, მაგრამ ვეცდები, დაფინანსება მოვიპოვო. მინდა, პირველი ქართველი მხატვარი ქალი ვიყო, ვინც ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში ისწავლის. ნიჭიერი ქართველი არტისტები სწავლობდნენ იქ, მაგრამ ყველა მამაკაცი იყო.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ,,სარკეში”